„ნაცმოძრაობის" წევრი: სააკაშვილი თავისუფლებაზე რომ იყოს ახალ პარტიას შექმნიდა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ პარტიას შექმნიდა, თავისუფლებაზე რომ იყოს და იცოდეს საზოგადოების განწყობა, განაცხადა „ნაცმოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.
სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს 23 ნოემბრამდე - „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისთვის - ერთობლივი მანიფესტის შედგენის და შემდეგ მისი ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მანიფესტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებას პარტიის ერთიანობის შესახებ. „თუ ვინმეს არ სურს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, ის თავს ავტომატურად პარტიის მიღმა დააყენებს და მას სხვა გზით სიარული მოუწევს". სააკაშვილის განცხადებით, მანიფესტი უნდა იქცეს „ერთობისა და განახლების შესაძლებლობების" დემონსტრირება.
„არ ვიცით შინაარსი - რა ეწერება, როგორ ეწერება... ჩვენი მეგობრები კი გვეუბნებიან, მოაწერეთ ხელი და ასეც თქვითო, მაგრამ რას წერენ, კაცმა არ იცის. მე კი მოვაწერ, მაგრამ თვითონ აწერენ ხელს? დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იყოს და იცოდეს, რა განწყობებია საზოგადოებაში, დარწმუნებული ვარ, თვითონ შექმნიდა ახალ პარტიას,"- განაცხადა დოლიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
ხაბეიშვილმა ადრე განაცხადა, რომ მელიას გადაწყვეტილების მისაღებად 23 ნოემბრამდე აქვს ვადა. ამ დღეს პარტიამ უნდა გამოაქვეყნოს სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი მანიფესტი. პოლიტიკოსის თქმით, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს და ვინც არ არის დაინტერესებული „ნაცმოძრაობაში" ერთიანობით, სათანადო პასუხს მიიღებს.
რაც შეეხება თავად მელიას, უკვე ცნობილია, რომ იგი მანიფესტის ხელმოწერას არ აპირებს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
„ნაცმოძრაობის" ლიდერმა 23 ნოემბრისთვის სიახლეები დააანონსა>>>
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
ყველა ახალი ამბავი
0