https://sputnik-georgia.com/20231116/nacmozraois-liderma-23-noembristvis-siaxleebi-daaanonsa-284264419.html
„ნაცმოძრაობის" ლიდერმა 23 ნოემბრისთვის სიახლეები დააანონსა
„ნაცმოძრაობის" ლიდერმა 23 ნოემბრისთვის სიახლეები დააანონსა
Sputnik საქართველო
პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T17:16+0400
2023-11-16T17:16+0400
2023-11-16T17:16+0400
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666987_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_4757b070fe725e74f23ed8f6d1927b24.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 23 ნოემბერს ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს შიდაპარტიულ კონფლიქტთან დაკავშირებით. „ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. მან წამყვანის კითხვაზე პასუხისას დაადასტურა, რომ პარტია პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. "23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. „კომიკურობა" მელიას მომხრემ, „ნაცმოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ, თავის მხრივ, ხაბეიშვილის განცხადებას კომიკური უწოდა. უფრო ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია „ნაცმოძრაობას" აღარ წარმოადგენს და დაიმუქრა, რომ მას პარტიის რიგებიდან გარიცხავს. განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. ხაბეიშვილი VS მელია: „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე წინამორბედს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება>>არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666987_73:0:1210:853_1920x0_80_0_0_2d03d851d000fb4f9f9e2ec87da9624a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველო
„ნაცმოძრაობის" ლიდერმა 23 ნოემბრისთვის სიახლეები დააანონსა
პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 23 ნოემბერს ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს შიდაპარტიულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ... ვალდებული ვარ, ხალხის ნება აღვასრულო", - განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.
მან წამყვანის კითხვაზე პასუხისას დაადასტურა, რომ პარტია პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.
"23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მელიას მომხრემ, „ნაცმოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ, თავის მხრივ, ხაბეიშვილის განცხადებას კომიკური უწოდა.
„ჩემთვის, პოლიტიკური კომიკურობაა, რასაც თვალს ვადევნებ - მუქარის ტონი, თითის ქნევა... საერთოდ არ არის ეს სერიოზული და ძალიან ცუდი საყურებელია... არავის არ ეშინია ამ მუქარების", - განაცხადა დოლიძემ.
უფრო ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია „ნაცმოძრაობას" აღარ წარმოადგენს და დაიმუქრა, რომ მას პარტიის რიგებიდან გარიცხავს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.