https://sputnik-georgia.com/20231107/xabeishvili-melias-partiidan-garicxvit-emuqreba-284038566.html
ხაბეიშვილი VS მელია: „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე წინამორბედს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება
ხაბეიშვილი VS მელია: „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე წინამორბედს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება
Sputnik საქართველო
ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად ჯერ არ გაურიცხავთ 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T14:00+0400
2023-11-07T14:00+0400
2023-11-07T14:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_0:171:1280:892_1920x0_80_0_0_731380822031bce3034891ad590879c6.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ექს-ლიდერი ნიკა მელია უკვე აღარ წარმოადგენს „ნაცმოძრაობას“ და მას პარტიის რიგებიდან გარიცხვით დაემუქრა.„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.მოგვიანებით, ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მელია ჯერჯერობით პარტიიდან გარიცხული ოფიციალურად არ არის.„სავარაუდოდ, ჩვენ ამას ოფიციალურად არ გავაკეთებთ. ამ განცხადებაში მას (ხაბეიშვილს - რედ.) წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. პირიქით, იგი დიდხანს იყო თმენის რეჟიმში... მაგრა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს საზღვარი“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა.მელიას პასუხითავად მელიამ განაცხადა, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ჩაბმას და პარტიის წევრების განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის უინტერესოა.ხაბეიშვილის განცხადებას მელიას მომხრეებმა კომიკური უწოდეს.„ჩემთვის გასაკვირია ეს კომიკური მუქარა. ჩვენ ანალოგიური პათოსით მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ლოზუნგები... როცა რიტორიკა და ქმედება ცა და დედამიწასავით დაშორებულია, ამის სერიოზულად მიღება არ ღირს“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.„ოცნების“ პოზიციათავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი არსებობის ბოლო სტადიაზეა.„ამ პარტიის რეალური ხელმძღვანელი და ბელადი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანია. ისინი დავალებას სხვისგან იღებენ და წარმოადგენენ მარიონეტებს, რომლებიც ყოველდღიურად თამაშობენ უსაგნო და იაფი სცენარით და ამ თამაშში მათი საბოლოო შედეგი ჩანს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე "უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.ოპოზიციონერმა „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოვლენები ბრაზილიურ სერიალს შეადარა>>>არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_181:136:1280:960_1920x0_80_0_0_7abc4b7d81d55e4565373dc4fc0ca4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
ხაბეიშვილი VS მელია: „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე წინამორბედს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება
ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად ჯერ არ გაურიცხავთ
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ექს-ლიდერი ნიკა მელია უკვე აღარ წარმოადგენს „ნაცმოძრაობას“ და მას პარტიის რიგებიდან გარიცხვით დაემუქრა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ეს კონკრეტული ადამიანი (მელია - რედ.) გარიცხულია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე იგი არ წარმოადგენს „ნაცმოძრაობას“. მე აღარავის მივცემ უფლებას პარტიის სახელი ტალახში ამოსვაროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მოგვიანებით, ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მელია ჯერჯერობით პარტიიდან გარიცხული ოფიციალურად არ არის.
„სავარაუდოდ, ჩვენ ამას ოფიციალურად არ გავაკეთებთ. ამ განცხადებაში მას (ხაბეიშვილს - რედ.) წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. პირიქით, იგი დიდხანს იყო თმენის რეჟიმში... მაგრა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს საზღვარი“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა.
თავად მელიამ განაცხადა, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ჩაბმას და პარტიის წევრების განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის უინტერესოა.
„მე ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას საზოგადოებასთან. განგებ არ ვაკეთებ კომენტარს ამა თუ იმ, ჩემთვის უინტერესო საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. სიმართლის ძალა არის ნამდვილად ძლიერი. როგორც ჩანს, ვიღაც ნერვიულობს ამასთან დაკავშირებით... უინტერესოა ჩემთვის იმ განცხადებების კომენტირება, რომელიც არ ასახავს ხალხის ინტერესებს“, - აღნიშნა მელიამ.
ხაბეიშვილის განცხადებას მელიას მომხრეებმა კომიკური უწოდეს.
„ჩემთვის გასაკვირია ეს კომიკური მუქარა. ჩვენ ანალოგიური პათოსით მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ლოზუნგები... როცა რიტორიკა და ქმედება ცა და დედამიწასავით დაშორებულია, ამის სერიოზულად მიღება არ ღირს“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი არსებობის ბოლო სტადიაზეა.
„ამ პარტიის რეალური ხელმძღვანელი და ბელადი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანია. ისინი დავალებას სხვისგან იღებენ და წარმოადგენენ მარიონეტებს, რომლებიც ყოველდღიურად თამაშობენ უსაგნო და იაფი სცენარით და ამ თამაშში მათი საბოლოო შედეგი ჩანს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე "უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.