https://sputnik-georgia.com/20231102/bucukurma-movlenebi-nacmozraobis-irgvliv-braziliur-serials-seadara-283917371.html
ოპოზიციონერმა „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოვლენები ბრაზილიურ სერიალს შეადარა
ოპოზიციონერმა „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოვლენები ბრაზილიურ სერიალს შეადარა
Sputnik საქართველო
კონფლიქტზე „ნაცმოძრაობაში" საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T15:34+0400
2023-11-02T15:34+0400
2023-11-02T15:34+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_0:40:1512:892_1920x0_80_0_0_37455c3776a8739214fbb3cea87384b2.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) კომიკურ ორგანიზაციად გადაიქცა, საზოგადოება პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უყურებს, როგორც ბრაზილიურ სერიალს, განაცხადა დეპუტატმა საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა. ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკოსმა „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს", - დაწერა მელიამ. „ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე "უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". განხეთქილება ახალ ეტაპზე გადავიდა - ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა>>ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. იმიტირებული „როკი ბალბოა" - იუსტიციის მინისტრი „ნაცმოძრაობის" ლიდერზე>>მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_336:28:1512:910_1920x0_80_0_0_b232ae2d4e4a25e68517ea562ce1c77f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
ოპოზიციონერმა „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოვლენები ბრაზილიურ სერიალს შეადარა
კონფლიქტზე „ნაცმოძრაობაში" საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) კომიკურ ორგანიზაციად გადაიქცა, საზოგადოება პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უყურებს, როგორც ბრაზილიურ სერიალს, განაცხადა დეპუტატმა საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის" ანა ბუჩუკურმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკოსმა „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს", - დაწერა მელიამ.
„ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ", - განაცხადა ბუჩუკურმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე "უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.