https://sputnik-georgia.com/20231121/evrokavsiri-saqartvelos-biznes-forumi-hercinski-ronisziebis-mnisvnelobaze-284397174.html
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი: ჰერჩინსკი ღონისძიების მნიშვნელობაზე
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი: ჰერჩინსკი ღონისძიების მნიშვნელობაზე
Sputnik საქართველო
ფორუმში მონაწილეობენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის და ეკონომიკური თანამეგობრობის ევროპული პლატფორმის წარმომადგენლები 21.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-21T21:06+0400
2023-11-21T21:06+0400
2023-11-21T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:3193:1796_1920x0_80_0_0_f8e1816e0d44c648b0ebc64c217ee4b6.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული კომპანიების საქმიანობისთვის და ევროპაში ქართული კომპანიების მუშაობისთვის, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ - წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში გაიხსნა. ფორუმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ პრობლემური საკითხები და შეაჯამონ მიღწევები ბიზნესის სფეროში.მისი თქმით, ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს და ევროკავშირში ელოდებიან, რომ საქართველოში ბიზნეს-კლიმატის პირობები გაუმჯობესდება.„ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.China Import Expo – საქართველომ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა >>ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის ბიზნეს ასოციაციის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის „ევროპის ბიზნეს კლიმატი 2023“ შედეგები. ანგარიში ასახავს ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯებს და აფასებს რეფორმებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.ფორუმს ესწრებიან ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპული პლატფორმის წევრები, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_51ec6a4a4452087c01a1d434d3ca1c98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი: ჰერჩინსკი ღონისძიების მნიშვნელობაზე
ფორუმში მონაწილეობენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის და ეკონომიკური თანამეგობრობის ევროპული პლატფორმის წარმომადგენლები
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული კომპანიების საქმიანობისთვის და ევროპაში ქართული კომპანიების მუშაობისთვის, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ - წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც 21 ნოემბერს თბილისში გაიხსნა. ფორუმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ პრობლემური საკითხები და შეაჯამონ მიღწევები ბიზნესის სფეროში.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს და ევროკავშირში ელოდებიან, რომ საქართველოში ბიზნეს-კლიმატის პირობები გაუმჯობესდება.
„ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის ბიზნეს ასოციაციის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის „ევროპის ბიზნეს კლიმატი 2023“ შედეგები. ანგარიში ასახავს ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯებს და აფასებს რეფორმებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ფორუმს ესწრებიან ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპული პლატფორმის წევრები, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.