China Import Expo – საქართველომ გახსნის ცერემონიაში ონლაინ მიიღო მონაწილეობა

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშიChina International Import Expo
China International Import Expo - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს China Import Expo-ზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, განაცხადა ნათია თურნავამ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე შანხაიში იმპორტის გამოფენის ჩატარებას მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

ისტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული - Sputnik საქართველო
რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ჩინეთში იმპორტის მესამე საერთაშორისო გამოფენის – China International Import Expo (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში.

„გასულ წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის გამოფენაზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. China Import Expo-ზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და, რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იმპორტის მესამე საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფოს მეთაურების, ისე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე.

წლევანდელი გამოფენის ძირითადი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. 

ჩაის პლანტაცია ოზურგეთში - Sputnik საქართველო
ქართული ჩაი ჩინეთში გააქვთ
 

ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ გამოფენა წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა და 223,13 მლნ დოლარი შეადგინა. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 184%-ით გაიზარდა და 355,34 მლნ დოლარი შეადგინა.  

საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ჩინეთი პირველ ადგილს იკავებს – საქართველოს მთლიან ექსპორტში 14,8%-იანი წილით.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსით ინფიცირების გამო ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0