https://sputnik-georgia.com/20231119/rugby-europe-savma-lomma-supertasis-jgufur-etapze-mesame-gamarjveba-moipova-284336849.html
Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
Sputnik საქართველო
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T14:00+0400
2023-11-19T14:00+0400
2023-11-19T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/04/272700728_0:0:960:540_1920x0_80_0_0_de8f0d99a5dde3d74d9ce363d34b3802.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.წინა თამაშში 1 ნოემბერს „შავმა ლომმა“ სტუმრად პორტუგალიის „ლუზიტანუში“ გაანადგურა - 22:0.„შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, სამი ლელოს დადება მოახერხა, ამას გარდა ლუკა მატკავამ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, რასაც მეტოქემ მხოლოდ ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი „შავმა“ ლომმა“ 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 23:6.Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სტუმრად „ლუზიტანუში“ გაანადგურა >>კოკისპირულმა წვიმამ თამაშში თავისი კორექტივები შეიტანა. თამაშის გაგრძელება გაძნელდა. უამინდობის გამო შესვენება დიდ ხანს გაგრძელდა, რამაც მეტოქეზე მორაგბეებზე უკეთესად იმოქმედა. მეორე ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა - 17-ქულიანი სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა ბოლო წუთებში მეტოქის წნეხს გაუძლეს და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებითა და პირველი ადგილით დაასრულეს.„შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო >>ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/04/272700728_0:0:960:720_1920x0_80_0_0_ca05a721930743a66d99616d6a491a06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
წინა თამაშში 1 ნოემბერს „შავმა ლომმა“ სტუმრად პორტუგალიის „ლუზიტანუში“ გაანადგურა - 22:0.
„შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, სამი ლელოს დადება მოახერხა, ამას გარდა ლუკა მატკავამ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, რასაც მეტოქემ მხოლოდ ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი „შავმა“ ლომმა“ 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 23:6.
კოკისპირულმა წვიმამ თამაშში თავისი კორექტივები შეიტანა. თამაშის გაგრძელება გაძნელდა. უამინდობის გამო შესვენება დიდ ხანს გაგრძელდა, რამაც მეტოქეზე მორაგბეებზე უკეთესად იმოქმედა. მეორე ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა - 17-ქულიანი სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.
მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა ბოლო წუთებში მეტოქის წნეხს გაუძლეს და ჯგუფური ეტაპი სამი მოგებითა და პირველი ადგილით დაასრულეს.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.