„შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

© Georgia national rugby union / Black Lion„შავი ლომი"
„შავი ლომი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
„შავი ლომი" ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს სტუმრად ჩაატარებს - 11 ნოემბერს პორტუგალიაში „ლუზიტანუშის", 18 ნოემბერს კი კლუბ „თელ-ავივ ჰიტის" წინააღმდეგ.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა და ტურნირი მოგებით გახსნა – 39:19.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი თამაშის გამარჯვებული „შავი ლომი" გახდა. ქართველმა მორაგბეებმა ფინალში პორტუგალიის გუნდი „ლუზიტანუში" ანგარიშით 17:14 დაამარცხა.
ქართულმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მალე ანგარიშიც გახსნა – ახალი სეზონის პირველი ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, როემლიც მატკავამ ზუსტად გარდასახა, მანვე მალე ჯარიმაც გაიტანა და მე-15 წუთისთვის „შავი ლომი“ 10:0 დაწინაურდა.
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ახალ სეზონში ითამაშებს>>>
მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები ესპანელებზე აქტიურ შეტევას და თავდაჯერებულ დაცვას განაგრძობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „შავმა ლომმა" მატჩის დასასრული უმცირესობით ითამაშა - მსაჯმა ორი მოთამაშე გააძევა, მატჩი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (39:19).
„შავი ლომი" ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს სტუმრად ჩაატარებს - 11 ნოემბერს პორტუგალიაში „ლუზიტანუშის", 18 ნოემბერს კი კლუბ „თელ-ავივ ჰიტის" წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია სად ჩატარდება მატჩი.
„რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2023 წლის სეზონში რვა გუნდი მონაწილეობს. თუ წინა გათამაშებების დროს ჯგუფები რეგიონული პრინციპით კომპლექტდებოდნენ, ამჯერად გუნდები გასული ორი გათამაშების რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან. ნახევარფინალები 2–3 დეკემბერს, ხოლო ფინალი 16 ან 17 დეკემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0