Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სტუმრად „ლუზიტანუში“ გაანადგურა

© FB / Black Lionრაგბი. „შავი ლომი“
რაგბი. „შავი ლომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2023
გამოწერა
„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს „თელ-ავივ ჰითსის“ წინააღმდეგ კვიპროსზე გამართავს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მეორე ტურში სტუმრად პორტუგალიის „ლუზიტანუში“ გაანადგურა - 22:0.
ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ანგარიში მე-10 წუთზე ქვათაძემ გახსნა, 10 წუთში ლაშხმა მეორე ლელოც დადო და ტაიმი ქართულმა გუნდმა 10:0 მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარიც ქართველების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშშიც აისახა – 17:0.
„შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო >>
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ქულის აღების შანსიც არ მისცეს და საბოლოოდ „შავმა ლომმა“ შეხვედრა 22:0 მოიგო.
ევროპის სუპერთასის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ თბილისში ესპანეთის „იბერიანსი“ 39:19 დაამარცხა.
„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს „თელ-ავივ ჰითსის“ წინააღმდეგ კვიპროსზე გამართავს.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.
ყველა ახალი ამბავი
0