https://sputnik-georgia.com/20231119/lokokinebis-ferma-marazia-da-sacxobi-ra-siaxleebi-aris-qartul-cixeebsi-284335573.html
ლოკოკინების ფერმა, მაღაზია და საცხობი - რა სიახლეები არის ქართულ ციხეებში
ლოკოკინების ფერმა, მაღაზია და საცხობი - რა სიახლეები არის ქართულ ციხეებში
Sputnik საქართველო
პატიმრებს ქართულ ციხეებში მუშაობის გარდა სწავლაც შეუძლიათ 19.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-19T11:16+0400
2023-11-19T11:16+0400
2023-11-19T11:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_f6b5c9ef9fbb71de5bcf18a5bbe4a82e.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში პატიმრებს ციხეში ყოფნისას თანხის გამომუშავების ახალი შესაძლებლობა აქვთ, აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.პატიმრების დასაქმება - რესოციალიზაციის ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც საქართველოს ციხეებში მოქმედებს. პატიმრებს უფლება აქვთ დახარჯონ თავიანთი ხელფასი ციხის მაღაზიებში ან გაგზავნონ ოჯახებში. ხელფასი საბანკო ბარათებზე ერიცხებათ.ციხის მაღაზიაში ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს ადმინისტრაცია ციხის წესების შესაბამისად.გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სრულად განახლდა ონლაინ მაღაზია, სადაც არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია შეძენა. ასორტიმენტში, ხისა და ბისერისგან დამზადებული ტრადიციული ნაკეთობების გარდა, არის ტყავის ნაწარმი, ასევე ციხეებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. გარდა ამისა, პატიმრების მიერ დამზადებული საქონლის მაღაზია თბილისში ოფლაინ რეჟიმშიც მუშაობს.ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა >>2023 წელს საქართველოს ერთ-ერთ ციხეში ლოკოკინების ფერმა მოეწყო, უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი გაიხსნება. ლოკოკინები საქართველოში ერთ-ერთი საექსპორტო საქონელია. ერთ-ერთი ციხის ტერიტორიაზე მარწყვის ბაღიც გაშენდა, რომლის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრია.თბილისში, გლდანის ციხეში გაიხსნა თონე, რომელიც დედაქალაქის ყველა ციხეს პურით ამარაგებს. მსგავსი თონე კიდევ სამ რეგიონულ ციხეში გაიხსნა.დასაქმების პროგრამების ფარგლებში ამჟამად 416 ადამიანი მუშაობს.გარდა ამისა, პატიმრებს ციხეებში ახალი პროფესიის დაუფლება ან გადამზადების კურსის გავლა შეუძლიათ. 2023 წელს ასეთი კურსები 535-მა პატიმარმა დაამთავრა.2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9.750-ს შეადგენს, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/03/261768310_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_50ac1bf696b8e9fdc1c5aa71ebcc40db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ლოკოკინების ფერმა, მაღაზია და საცხობი - რა სიახლეები არის ქართულ ციხეებში
პატიმრებს ქართულ ციხეებში მუშაობის გარდა სწავლაც შეუძლიათ
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში პატიმრებს ციხეში ყოფნისას თანხის გამომუშავების ახალი შესაძლებლობა აქვთ, აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
პატიმრების დასაქმება - რესოციალიზაციის ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც საქართველოს ციხეებში მოქმედებს. პატიმრებს უფლება აქვთ დახარჯონ თავიანთი ხელფასი ციხის მაღაზიებში ან გაგზავნონ ოჯახებში. ხელფასი საბანკო ბარათებზე ერიცხებათ.
ციხის მაღაზიაში ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს ადმინისტრაცია ციხის წესების შესაბამისად.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სრულად განახლდა
ონლაინ მაღაზია, სადაც არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია შეძენა. ასორტიმენტში, ხისა და ბისერისგან დამზადებული ტრადიციული ნაკეთობების გარდა, არის ტყავის ნაწარმი, ასევე ციხეებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები. გარდა ამისა, პატიმრების მიერ დამზადებული საქონლის მაღაზია თბილისში ოფლაინ რეჟიმშიც მუშაობს.
2023 წელს საქართველოს ერთ-ერთ ციხეში ლოკოკინების ფერმა მოეწყო, უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი გაიხსნება. ლოკოკინები საქართველოში ერთ-ერთი საექსპორტო საქონელია. ერთ-ერთი ციხის ტერიტორიაზე მარწყვის ბაღიც გაშენდა, რომლის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრია.
თბილისში, გლდანის ციხეში გაიხსნა თონე, რომელიც დედაქალაქის ყველა ციხეს პურით ამარაგებს. მსგავსი თონე კიდევ სამ რეგიონულ ციხეში გაიხსნა.
დასაქმების პროგრამების ფარგლებში ამჟამად 416 ადამიანი მუშაობს.
გარდა ამისა, პატიმრებს ციხეებში ახალი პროფესიის დაუფლება ან გადამზადების კურსის გავლა შეუძლიათ. 2023 წელს ასეთი კურსები 535-მა პატიმარმა დაამთავრა.
2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9.750-ს შეადგენს, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.