https://sputnik-georgia.com/20231114/laiturshi-axali-cixe-gaixsna-284197829.html
ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა
ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა
Sputnik საქართველო
აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T11:52+0400
2023-11-14T11:52+0400
2023-11-14T12:58+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8b39e3efd39a4bacdd4a059e24e49c01.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 700 ადამიანზე გათვლილი ევროპული სტანდარტების ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9.750-ს შეადგენს, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სფეროში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომელთა წყალობითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრა.ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.ლაითურში პენიტენციური დაწესებულების გახსნამდე საქართველოში 13 ციხე ფუნქციონირებდა. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ისინი 83,5%-ით იყო შევსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f8a4923867a856a962fc15538bef7b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა
11:52 14.11.2023 (განახლებულია: 12:58 14.11.2023) აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 700 ადამიანზე გათვლილი ევროპული სტანდარტების ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9.750-ს შეადგენს, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომელიც დაწესებულების გახსნას ესწრებოდა, საქართველო ევროპული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, როგორც განუყოფელ და უმაღლეს ადამიანურ ღირებულებებს.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სფეროში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომელთა წყალობითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრა.
ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.
აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.
ლაითურში პენიტენციური დაწესებულების გახსნამდე საქართველოში 13 ციხე ფუნქციონირებდა. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ისინი 83,5%-ით იყო შევსებული.