ახალგაზრდები მექრთამეობასთან ბრძოლას სკოლიდანვე შეისწავლიან: განათლების სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2023
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ანტიკორუფციული განათლება საქართველოს სკოლებისა და უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში შევა, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2023 წელს შვეიცარიული ორგანიზაცია Global Risk Profile-ს (GRP) მიერ შედგენილ კორუფციის გლობალურ ინდექსში საქართველომ 43-ე ადგილი დაიკავა 196 ქვეყანას შორის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა ქვეყანაში ჩადენილი ყველა დანაშაულის 0,1%-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, 2022 წელს 61 საქმეზე კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 170 პირი მიეცა პასუხისგებაში.
ყველა ახალი ამბავი
0