https://sputnik-georgia.com/20231118/aikrzaleba-tu-ara-tbilissi-didgabaritiani-satvirtoebis-mozraoba-ras-ganixilavs-parlamenti-284317793.html
აიკრძალება თუ არა თბილისში დიდგაბარიტიანი სატვირთოების მოძრაობა: რას განიხილავს პარლამენტი
აიკრძალება თუ არა თბილისში დიდგაბარიტიანი სატვირთოების მოძრაობა: რას განიხილავს პარლამენტი
Sputnik საქართველო
ჯარიმები ასევე არ შეეხება მათ, ვინც თბილისის მერიიდან ნებართვას მიიღებს. 18.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-18T12:00+0400
2023-11-18T12:00+0400
2023-11-18T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში 3,5 ტონა და მეტი წონის სატვირთო მანქანების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმის 10-ჯერ გაზრდას ითვალისწინებს.ცვლილებების მიხედვით, თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული 3,5 ტონაზე მეტი წონის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დროის ან/და ადგილის დარღვევა 100 ლარის ნაცვლად ათას ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.ამ ნორმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათას ლარამდე იზრდება.როგორ ებრძვის თბილისის მერია საცობებს >>გარდა ამისა, 10-ჯერ გაიზრდება ჯარიმები თბილისში სადისტრიბუციო მანქანებისთვის მგზავრობის დროის ან/და ადგილის დარღვევის შემთხვევაშიც. ამ დარღვევისთვის ჯარიმაც 1000 ლარი იქნება. ხოლო განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით.ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებსაც სკოლის მოსწავლეების, ბავშვები და სტუდენტები გადაჰყავთ.როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: კახა კალაძის განმარტება >>ჯარიმები ასევე არ შეეხება მათ, ვინც თბილისის მერიიდან ნებართვას მიიღებს.გარდა ამისა, მერიას ექნება უფლება განსაზღვროს, თუ რომელი საქონლის დისტრიბუციას არ შეეხება ზოგადი წესები.პარლამენტმა პროექტი სამი მოსმენით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი
აიკრძალება თუ არა თბილისში დიდგაბარიტიანი სატვირთოების მოძრაობა: რას განიხილავს პარლამენტი
ჯარიმები ასევე არ შეეხება მათ, ვინც თბილისის მერიიდან ნებართვას მიიღებს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან თბილისში 3,5 ტონა და მეტი წონის სატვირთო მანქანების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმის 10-ჯერ გაზრდას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული 3,5 ტონაზე მეტი წონის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დროის ან/და ადგილის დარღვევა 100 ლარის ნაცვლად ათას ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ამ ნორმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათას ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, 10-ჯერ გაიზრდება ჯარიმები თბილისში სადისტრიბუციო მანქანებისთვის მგზავრობის დროის ან/და ადგილის დარღვევის შემთხვევაშიც. ამ დარღვევისთვის ჯარიმაც 1000 ლარი იქნება. ხოლო განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით.
ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; სამარშრუტო ტაქსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებსაც სკოლის მოსწავლეების, ბავშვები და სტუდენტები გადაჰყავთ.
ჯარიმები ასევე არ შეეხება მათ, ვინც თბილისის მერიიდან ნებართვას მიიღებს.
გარდა ამისა, მერიას ექნება უფლება განსაზღვროს, თუ რომელი საქონლის დისტრიბუციას არ შეეხება ზოგადი წესები.
პარლამენტმა პროექტი სამი მოსმენით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.