როგორ ებრძვის თბილისის მერია საცობებს

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიასფალტის დაგება
ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
მერია მუშაობს პროექტზე, რომელითაც ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ვამუშავებთ ახალი გზის პროექტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ახალი პროექტით ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება.
„ავტომობილით მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ახალი გზა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა განიტვირთოს.
ყველა ახალი ამბავი
0