https://sputnik-georgia.com/20231023/rodis-dasruldeba-weretlis-gamziris-reabilitacia-kaxa-kalazis-ganmarteba-283581592.html
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: კახა კალაძის განმარტება
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: კახა კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება. 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T19:17+0400
2023-10-23T19:17+0400
2023-10-23T21:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/08/277460620_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b28ed3543545f2275909666713639b8b.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დაპირებულ ვადაში, ანუ იანვარში დასრულდება, იუწყება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური.კახა კალაძე მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად ორშაბათს წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები.რაც შეეხება დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება. პარალელურად წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაიწყო გამწვანების სამუშაოები.ამჟამად საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.სარემონტო სამუშაოები წერეთელზე მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. წერეთლის გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ მიმდებარე ქუჩებზე „საცობები“ შეიქმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/08/277460620_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b85f8d983a1519d0690929035f08687a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია: კახა კალაძის განმარტება
19:17 23.10.2023 (განახლებულია: 21:14 23.10.2023) დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დაპირებულ ვადაში, ანუ იანვარში დასრულდება, იუწყება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური.
კახა კალაძე მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად ორშაბათს წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები.
„სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება. ერთი მხარე, რომელიც ჩაკეტილი იყო, უკვე გახსნილია, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია, ასფალტის ქვედა ფენები მოწესრიგებულია და გადაადგილება შესაძლებელია. გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება. პარალელურად წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაიწყო გამწვანების სამუშაოები.
ამჟამად საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.
სარემონტო სამუშაოები წერეთელზე მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. წერეთლის გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ მიმდებარე ქუჩებზე „საცობები“ შეიქმნა.