https://sputnik-georgia.com/20231117/veneciis-komisiam-saqartvelos-xelisuflebas-tavisi-musaobis-principi-ganumarta-284276747.html
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მუშაობის პრინციპი განუმარტა
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მუშაობის პრინციპი განუმარტა
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი დანიშნულება არ არის, უკარნახონ, რა უნდა გაკეთდეს, განაცხადა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T10:06+0400
2023-11-17T10:06+0400
2023-11-17T10:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვენეციის კომისია
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284274935_0:44:1600:944_1920x0_80_0_0_b6da6358f6c43bbc3f5c79556cc83e42.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე თბილისში.ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დეპუტატებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი დანიშნულება არ არის, უკარნახონ, რა უნდა გაკეთდეს.„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე“, - განაცხადა ფრენდომ.მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მიულოცა საქართველოს დადებითი დასკვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არის იმ ცხრა ახალი პირობის ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წაუყენა.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გზაზე: „ოცნებას“ ოპოზიციის იმედი არ აქვს>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284274935_203:0:1600:1048_1920x0_80_0_0_1f65ad0d9cbd9d85251493af14fd5033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვენეციის კომისია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ვენეციის კომისია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მუშაობის პრინციპი განუმარტა
ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი დანიშნულება არ არის, უკარნახონ, რა უნდა გაკეთდეს, განაცხადა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე თბილისში.
ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დეპუტატებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
„ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები, ასევე „წითელი ხაზებიც“ არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო რეკომენდაციების შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ფრენდომ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი დანიშნულება არ არის, უკარნახონ, რა უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე“, - განაცხადა ფრენდომ.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მიულოცა საქართველოს დადებითი დასკვნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
„ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი ხშირად უთითებს ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით ახალ გზაზე, რომელიც აირჩია ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მაიკლ ფრენდომ.
ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არის იმ ცხრა ახალი პირობის ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წაუყენა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.