საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გზაზე: „ოცნებას“ ოპოზიციის იმედი არ აქვს

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს ცხრა ნაბიჯის გადადგმა მოუწევს
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არ აქვს იმის ილუზია, რომ ოპოზიცია შეცდომებს აღიარებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, ვაიმე, შევცდით, არ უნდა გვეკადრებინა, რაც ვიკადრეთ. ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ, ბუნებრივი ამბავია“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამის გამო კანდიდატი ქვეყნის სტატუსისკენ მიმავალი გზა ძალიან რთული და ეკლიანი იქნება.
„მაგრამ ჩვენ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
როგორ აპირებს საქართველო ევროკავშირის ახალი პირობების შესრულებას - კობახიძის განმარტება>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0