როგორ აპირებს საქართველო ევროკავშირის ახალი პირობების შესრულებას - კობახიძის განმარტება

© courtesy of Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დათქმებზე კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ჩვენ კონსულტაციებს უკვე ვიწყებთ ამ თემებთან დაკავშირებით. გვაქვს კიდევ ერთი საპარალმენტო სესია, საკმაოდ დიდი დროა, 5 თვეა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა თემაზე, რასთან დაკავშირებითაც გაიმართება კონსულტაციები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, დრო არის საკმარისი და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მმართველი პარტიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყდება ხუთი თვის შემდეგ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: შალვა პაპუაშვილმა მითები დაამსხვრია>>
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0