https://sputnik-georgia.com/20231115/sezleben-tu-ara-mmartveli-zala-da-opozicia-kompromisis-mirwevas-284238422.html
ევროკავშირის დათქმები: შეძლებენ თუ არა მმართველი ძალა და ოპოზიცია კომპრომისის მიღწევას
ევროკავშირის დათქმები: შეძლებენ თუ არა მმართველი ძალა და ოპოზიცია კომპრომისის მიღწევას
Sputnik საქართველო
იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველომ ევროკომისიის პირობები უნდა შეასრულოს. 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T16:04+0400
2023-11-15T16:04+0400
2023-11-15T16:04+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ. ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ინტერესი არ შეცვლილა. „ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციას მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს უწოდებს. „რადიკალური ჯგუფების ინტერესი არ შეცვლილა - რადიკალური სცენარები. მათ შეუძლიათ გარკვეულ საკითხებში მონაწილეობა. მაგრამ პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მათი ინტერესი რადიკალური პროცესებისადმი შეიცვლება თანამშრომლობის საქმიანი, კონსტრუქციული ინტერესებით", - აღნიშნა ოხანაშვილმა. „ქართული ოცნება" მუშაობას მაშინვე შეუდგა, როგორც კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები გამოცხადდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, „ნაცმოძრაობამ" უარი თქვა ევროკავშირის რეკომენდაციებზე „ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობაზე და განაცხადა, რომ ეს მუშაობა - ფიქციაა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს - დარჩიაშვილი>>ამჯერად ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესში ჩართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ მმართველი გუნდი მათ ინიციატივებს განიხილავს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, კომპრომისი ორივე მხრიდან არის აუცილებელი. სამნიძის განცხადებით, ევროპეიზმი თანამშრომლობას ნიშნავს. ევროპული მომავალი კომპრომისების მოძიებას გულისხმობს და ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს ერთად მუშაობა, შევძლებთ, ვაიძულოთ თავი, ვითანამშრომლოთ და შევასრულოთ რეკომენდაციები ერთად. კომპრომისი აუცილებელია ორივე მხრიდან, მაშინ არის ეს კომპრომისი, აღნიშნა მან. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება. საქართველო და ევროკავშირი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა. როგორ აპირებს საქართველო ევროკავშირის ახალი პირობების შესრულებას - კობახიძის განმარტება>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირის დათქმები: შეძლებენ თუ არა მმართველი ძალა და ოპოზიცია კომპრომისის მიღწევას
იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველომ ევროკომისიის პირობები უნდა შეასრულოს.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა შევიმუშაოთ შემდგომი ნაბიჯები, თუ მათ საქმიანად მუშაობა სურთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ოხანაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ინტერესი არ შეცვლილა. „ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციას მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს უწოდებს.
„რადიკალური ჯგუფების ინტერესი არ შეცვლილა - რადიკალური სცენარები. მათ შეუძლიათ გარკვეულ საკითხებში მონაწილეობა. მაგრამ პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მათი ინტერესი რადიკალური პროცესებისადმი შეიცვლება თანამშრომლობის საქმიანი, კონსტრუქციული ინტერესებით", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ქართული ოცნება" მუშაობას მაშინვე შეუდგა, როგორც კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები გამოცხადდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, „ნაცმოძრაობამ" უარი თქვა ევროკავშირის რეკომენდაციებზე „ქართულ ოცნებასთან" ერთად მუშაობაზე და განაცხადა, რომ ეს მუშაობა - ფიქციაა.
ამჯერად ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესში ჩართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ მმართველი გუნდი მათ ინიციატივებს განიხილავს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, კომპრომისი ორივე მხრიდან არის აუცილებელი.
სამნიძის განცხადებით, ევროპეიზმი თანამშრომლობას ნიშნავს. ევროპული მომავალი კომპრომისების მოძიებას გულისხმობს და ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს ერთად მუშაობა, შევძლებთ, ვაიძულოთ თავი, ვითანამშრომლოთ და შევასრულოთ რეკომენდაციები ერთად. კომპრომისი აუცილებელია ორივე მხრიდან, მაშინ არის ეს კომპრომისი, აღნიშნა მან.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.