https://sputnik-georgia.com/20231114/saqartvelom-yazaxetsa-da-uzbekets-monetarul-politikaze-tavisi-gamocdileba-gauziara-284194263.html
საქართველომ ყაზახეთსა და უზბეკეთს მონეტარულ პოლიტიკაზე თავისი გამოცდილება გაუზიარა
საქართველომ ყაზახეთსა და უზბეკეთს მონეტარულ პოლიტიკაზე თავისი გამოცდილება გაუზიარა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ნებისმიერ ფორმატში, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტის... 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T10:51+0400
2023-11-14T10:51+0400
2023-11-14T10:53+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
ყაზახეთი
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284192957_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_bda4e47ec8695db7e1606e920d8fa5e9.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) თხოვნით, თავიანთ გამოცდილებას ყაზახ და უზბეკ კოლეგებს უზიარებენ, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის(CCAMTAC) ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში, რომელშიც მონეტარული პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ, მონაწილეობენ უზბეკეთისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკების წარმომადგენლები.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ–ის პროექტის ფარგლებში ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც რეგულატორი არა მხოლოდ ტექნიკური დახმარების ბენეფიციარია, არამედ, პირიქით, თვითონ უწევს ამგვარ დახმარებას.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეგულატორისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო CCAMTAC–ის მიერ ორგანიზებული სემინარები ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს - თურნავა>>საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი(CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს.ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და იმ რეგიონის ქვეყნებს ემსახურება, სადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანსაქართველოს ეროვნული ბანკი სსფ–თან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.თურნავა: პროგრამა NASIRA ბიზნესკრედიტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის>>2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა 2023 წლის ივლისში შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ არც ეროვნულ ბანკში და არც სსფ–ში.თურნავა: ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენისთვის>>როგორც უფრო ადრე თურნავამ განაცხადა, რეგულატორი პროგრამის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მანამდე განაცხადა, რომ სსფ ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას აფინანსებდა, მაგრამ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტისგან რამდენიმე წელია ფული არ აუღია, რადგან ამის აუცილებლობა არ ყოფილა.
საქართველო
ყაზახეთი
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284192957_191:0:1391:900_1920x0_80_0_0_5b07a18cb90b63928f7dcba88e898cb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, ყაზახეთი, უზბეკეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, ყაზახეთი, უზბეკეთი
საქართველომ ყაზახეთსა და უზბეკეთს მონეტარულ პოლიტიკაზე თავისი გამოცდილება გაუზიარა
10:51 14.11.2023 (განახლებულია: 10:53 14.11.2023) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ნებისმიერ ფორმატში, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) თხოვნით, თავიანთ გამოცდილებას ყაზახ და უზბეკ კოლეგებს უზიარებენ, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის(CCAMTAC) ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში, რომელშიც მონეტარული პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ, მონაწილეობენ უზბეკეთისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკების წარმომადგენლები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ–ის პროექტის ფარგლებში ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც რეგულატორი არა მხოლოდ ტექნიკური დახმარების ბენეფიციარია, არამედ, პირიქით, თვითონ უწევს ამგვარ დახმარებას.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეგულატორისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო CCAMTAC–ის მიერ ორგანიზებული სემინარები ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი(CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს.
ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და იმ რეგიონის ქვეყნებს ემსახურება, სადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
საქართველოს ეროვნული ბანკი სსფ–თან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა 2023 წლის ივლისში შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ არც ეროვნულ ბანკში და არც სსფ–ში.
როგორც უფრო ადრე თურნავამ განაცხადა, რეგულატორი პროგრამის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ მანამდე განაცხადა, რომ სსფ ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას აფინანსებდა, მაგრამ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტისგან რამდენიმე წელია ფული არ აუღია, რადგან ამის აუცილებლობა არ ყოფილა.