თურნავა: ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენისთვის

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
თბილისი, 9 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის აღდგენისთვის, რომლის თანახმადაც ქვეყანამ დაახლოებით 40 მლნ დოლარი უნდა მიიღოს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„იგი (სსფ - რედ.) სხვადასხვა კრიზისულ პერიოდში ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგადა, რა თქმაუნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ისპროგრამა, რომელიც არის დროებით შეჩერებული, ანუგადადებული არის მისიმორიგი მიმოხილვა, კვლავაც გააქტიურდეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში შესაძლებელი გახდება პროგრამის აღდგენის საკითხის წამოწევა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფორმატში. შევთანხმდით გარკვეული მოქმედებების გეგმაზე და ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ, რომ პროგრამა წინ წავწიოთ“, - აღნიშნა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, ზაფხულის პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროგრამა დროებით შეჩერდა, ეროვნული ბანკი მუშაობს სავალუტო ფონდის სხვადასხვა ტექნიკურ მისიასთან, რათა გარკვეული ცვლილებები მომზადდეს კანონმდებლობაში, მათ შორის, ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაზე.
თურნავას განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის და მისი საფინანსო სისტემისთვის ტრადიციულად ძალიან კარგი ფაქტორია იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში უფრო საიმედოდ და მიმზიდველად გამოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა.
გარდა ამისა, როგორც თურნავამ აღნიშნა, საფინანსო ორგანიზაციას სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა, საფინანსო სექტორი არის კვლავაც მდგრადი, უსაფრთხო და „კითხვის ნიშნები“ არ არსებობს.
„ხედავთ, რამდენად მზარდია, რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის ჩვენი საფინანსო სექტორი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. იგი რეგიონში ერთ-ერთი კონკურენტული სექტორია“, - განაცხადა თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველო და სსფ პროგრამის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ>>>
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0