თურნავა: პროგრამა NASIRA ბიზნესკრედიტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის

© Ministry of Economy and Sustainable DevelopmentНатия Турнава
Натия Турнава - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ტერაბანკსა“ და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
NASIRA-ს მიზანია, გაზარდოს ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომა. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოში პირველი ბანკი, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას დაიწყებს, „ტერაბანკი“ იქნება.
„მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში და ინკლუზიურობის ზრდას. მჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა გააუმჯობესებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომას, განსაკუთრებით ქალი და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის“, — აღნიშნა თურნავამ.
პროგრამა NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0