https://sputnik-georgia.com/20231114/kalazem-xazarazes-agenti-uwoda-284211725.html
კალაძემ ხაზარაძეს აგენტი უწოდა
კალაძემ ხაზარაძეს აგენტი უწოდა
Sputnik საქართველო
დიდი უბედურებაა, როდესაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც აგენტები არიან, აღნიშნა კალაძემ. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T18:26+0400
2023-11-14T18:26+0400
2023-11-14T18:26+0400
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850808_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_bfb13e1040c028907f8449d2b5517855.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს აგენტი უწოდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.ხაზარაძემ აშშ–ში ვიზიტის შემდეგ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ უნდა, ვინმე სანქციების ქვეშ მოხვდეს, მაგრამ, ამასთან, დასძინა, რომ, როდესაც საუბარია საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე, „ყველა მეთოდი მისასალმებელია“.საპარლამენტო არჩევნებზე 2024 წელს ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შესაბამის პასუხს გასცემს, დასძინა კალაძემ.ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება დამაჯერებლად ლიდერობს პოლიტიკური პარტიების რეიტინგში – მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 55%. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/“სტარტეგია აღმაშენებელი“ – 20%.მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.აშშ–ის სანქციები და საქართველო2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".ფარცხალაძემ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.მანამდე, 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20231114/radikaluri-opozicia-xelisuflebas-azaralebs-kobaxize-284209745.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850808_388:241:1887:1365_1920x0_80_0_0_94320eb7ff2b5e31f93fc4a1941b0dff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
კალაძემ ხაზარაძეს აგენტი უწოდა
დიდი უბედურებაა, როდესაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც აგენტები არიან, აღნიშნა კალაძემ.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს აგენტი უწოდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
ხაზარაძემ აშშ–ში ვიზიტის შემდეგ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ უნდა, ვინმე სანქციების ქვეშ მოხვდეს, მაგრამ, ამასთან, დასძინა, რომ, როდესაც საუბარია საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე, „ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
„ძალიან დიდი უბედურებაა, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, რა მოცემულობაა, ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, რა არის მათი დღის წესრიგი. შესაბამისად, ისეთი რეიტინგი აქვთ, რასაც იმსახურებენ“, – განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნებზე 2024 წელს ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შესაბამის პასუხს გასცემს, დასძინა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება დამაჯერებლად ლიდერობს პოლიტიკური პარტიების რეიტინგში – მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 55%. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/“სტარტეგია აღმაშენებელი“ – 20%.
მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
აშშ–ის სანქციები და საქართველო
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძემ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
მანამდე, 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.