https://sputnik-georgia.com/20231114/moqalaqeebis-umravlesoba-qartul-ocnebas-uchers-mxars-gamokitxva-284203866.html
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T14:51+0400
2023-11-14T14:51+0400
2023-11-14T14:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01d0f168da2abf7883527ab21c769c6c.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა საქართველოს 2024 მოქალაქე. ცდომილება +/-2,2%-ია. კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 55%-მა მმართველი პარტია დაასახელა, 20%-მა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი". მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".კალაძე: ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს>>> კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით. პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fabb0c42106fc0c80ac892a5010d3ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა საქართველოს 2024 მოქალაქე. ცდომილება +/-2,2%-ია.
კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 55%-მა მმართველი პარტია დაასახელა, 20%-მა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი". მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.