https://sputnik-georgia.com/20231113/premierma-prezidentis-gancxadeba-si-zinpintan-dakavsirebit-gaakritika-284183304.html
მიუღებელია – პრემიერმა სი ძინპინთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა
მიუღებელია – პრემიერმა სი ძინპინთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მიმართებით მიუღებელი და შემაშფოთებელია... 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T18:06+0400
2023-11-13T18:06+0400
2023-11-14T08:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სალომე ზურაბიშვილი
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284181341_612:245:1280:621_1920x0_80_0_0_42048a527d2c55aed9cfd3d457b5cd29.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მიმართებით მიუღებელი და შემაშფოთებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრაზე.მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხ LCI–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სი ძინპინი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგება, ეს ისტორიული შედეგი იქნება და ბევრ საკითხს თავის ადგილს მიუჩენს.პრემიერის აზრით, ზურაბიშვილის ასეთი რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთის მიმართ, არ შეესაბამება მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, ასევე აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.საპასუხო ნაბიჯი - ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძლება ვიზები გააუქმოს>>პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებს ცალკეულ ქმედებებს და საკუთარ შეფასებებს აძლევს საერთაშორისო საკითხებს, რაც მთავრობის პოზიციებს არ ემთხვევა. ამის გამო ის საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის უშუალოდ საჯარო უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის ინმპიჩმენტის საკითხის ინიცირება.პრემიერის თქმით, საქ2ართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას არ ახორციელებს. საგარეო პოლიტიკასაქართველოს მთავრობის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ასეთი მანდატი ქართველმა ხალხმა მხოლოდ საქართველოს მთავრობას მიანიჭა.შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით>>შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ, აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.პეკინში საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილეს>>ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გასულ წელს 19,7%–ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.პრეზიდენტის იმპიჩმენტიმმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა ზურაბიშვილის უცხოური ვიზიტები, რომლებიც მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მოსარჩელეთა (მოადგილეების მმართველი პარტიის) პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტებს კონსტიტუციის დარღვევით განაგრძობს - დეპუტატი>>სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284181341_620:236:1280:731_1920x0_80_0_0_46866eadb3be80fc51c4dbd506463761.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მიმართებით მიუღებელი და შემაშფოთებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან შეხვედრაზე.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხ LCI–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სი ძინპინი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგება, ეს ისტორიული შედეგი იქნება და ბევრ საკითხს თავის ადგილს მიუჩენს.
პრემიერის აზრით, ზურაბიშვილის ასეთი რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთის მიმართ, არ შეესაბამება მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, ასევე აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებს ცალკეულ ქმედებებს და საკუთარ შეფასებებს აძლევს საერთაშორისო საკითხებს, რაც მთავრობის პოზიციებს არ ემთხვევა. ამის გამო ის საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის უშუალოდ საჯარო უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის ინმპიჩმენტის საკითხის ინიცირება.
პრემიერის თქმით, საქ2ართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას არ ახორციელებს. საგარეო პოლიტიკასაქართველოს მთავრობის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ასეთი მანდატი ქართველმა ხალხმა მხოლოდ საქართველოს მთავრობას მიანიჭა.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოსა და მისი ლიდერის მიმართ, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გასულ წელს 19,7%–ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა ზურაბიშვილის უცხოური ვიზიტები, რომლებიც მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მოსარჩელეთა (მოადგილეების მმართველი პარტიის) პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.