https://sputnik-georgia.com/20231113/bednierebis-10-cneba-284177933.html
ბედნიერების 10 ცნება
ბედნიერების 10 ცნება
Sputnik საქართველო
ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება? რის მიღწევას ისურვებდით ცხოვრებაში? რა გაძლევთ კეთილდღეობისა და სისავსის შეგრძნებას? 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T16:15+0400
2023-11-13T16:15+0400
2023-11-13T16:52+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/91/239729102_0:309:6016:3693_1920x0_80_0_0_fd92bdd689d05baac360bbe47057cc47.jpg
ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი გთავაზობთ ბედნიერების 10 ფორმულას.1. ნუ გეშინიათ ბედნიერებისადამიანების უმეტესობა ისეთ ოჯახებში ცხოვრობს, სადაც არ არის მიღებული ცხოვრებისგან ბედნიერების მიღება, ლაპარაკი, რომ ყველაფერი კარგადაა; მშობლებს უნარი არ შესწევთ, უხაროდეთ და იღიმოდნენ; ასეთი დამოკიდებულება მათ შვილებსაც გადაედება და ისინიც ჩათვლიან, რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი. კიდევ ერთი დოგმა — თუ კარგად გრძნობთ თავს, ამისთვის ცხოვრება აუცილებლად გაზღვევინებთ. გვეშინია, მივიღოთ სიამოვნება და ამას რაღაც სიმახინჯესა და მანკიერებას ვუკავშირებთ.2. კმარა საკუთარი თავის შეცოდებაროდესაც საკუთარი პრობლემების შესახებ სხვებს უყვებით, რა გსურთ? წუწუნი და არა პრობლემების გადაჭრა. ტანჯვის კულტი — ჩვენი კიდევ ერთი მახასიათებელია. უფრო გვეადვილება ვიტანჯოთ, ვიდრე ბედნიერად ვიცხოვროთ. ჯანმრთელი ადამიანი ან იღებს სიტუაციას, ან ცვლის მას. ნევროტული ადამიანი — „ნევროტიკი" — არც იღებს და არც ცვლის. მაგალითად, ფიზიკური ავადმყოფობა, რომელიც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში რეალურად გვიშლის ხელს. მაგრამ ჯანმრთელი ადამიანები მკურნალობენ, ხოლო „ნევროტიკებს" ავადმყოფობა ურჩევნიათ, რომ თავის შეცოდების საბაბი ჰქონდეთ…ეს თითქმის ჰობია — მოიგონო პრობლემა და მისგან დაიტანჯო.3. განაცალკევეთ რეალური და გამოგონილი პრობლემები„ნევროტიკი" ჯანმრთელი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ ჯანმრთელი ადამიანი რეალური პრობლემების შესახებ განიცდის, ხოლო „ნევროტიკი — არარსებულის. ეს თითქმის ჰობია — მოიგონო პრობლემა და იტანჯო მის გამო მთელი დღე.4. ნუ ეცდებით ირგვლივ ყველას დახმარებასსხვების დახმარების სურვილი იქიდან ჩნდება, რომ არ გჯერათ, რომ ვინმე ისე, უბრალოდ შეგიყვარებთ. სხვების დახმარების გზით ცდილობთ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. ამიტომ, თუ არ გთხოვენ, ნუ შეეხებით ადამიანებს. ყურადღება იმას მიაქციეთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.5. თუ არ გეკითხებიან, ნუ ილაპარაკებთროცა პასუხობთ კითხვებს, რომელსაც თქვენ არ გისვამენ, თქვენს განგაშის გრძნობას გასცემთ. მაგალითად, მივდივარ ახალგაზრდა ქალთან ერთად მაღაზიის გასწვრივ და ეს ქალი ამბობს — „რა ლამაზი კაბაა", ხოლო ჩემი ერთწუთიანი დუმილის შემდეგ: „ვიცოდი, რომ კაცი არ ხარ". ის, სხვათა შორის, ასპროცენტიანი ქალია. მას რომ ეთხოვა კაბის ყიდვა, რა თქმა უნდა, ვუყიდიდი, მაგრამ თუ მაშინვე გავიქცეოდი სალაროსკენ ფულის გადასახდელად, ე. ი. არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი.6. განასხვავეთ სიყვარული დამოკიდებულებისგანადამიანები არასდროს ანებებენ თავს იმას, რაც უყვართ. მაგალითად, მოწევას. 37 წელი ვეწეოდი, აქედან ბოლო 10 წელი — დღეში სამ კოლოფს. მოწევას თავი დავანებე, როდესაც ვუთხარი საკუთარ თავს, რომ სიგარეტი არ მიყვარს, უბრალოდ, მასზე დამოკიდებული ვარ. "ნევროტიკები" დამოკიდებულებას სიყვარულისგან ვერ ანსხვავებენ.7. რუტინა — ეს ყოველთვის ცუდი არაარუტინული შრომით ვარ დაკავებული 35 წელია და თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან კონსერვატორი ადამიანი ვარ. „ნევროტიკებს" მშვიდად ცხოვრება არ შეუძლიათ, მუდამ აქეთ-იქით აწყდებიან, შიშობენ, რომ რაღაცას ვერ მოასწრებენ, იღებენ მეხუთე განათლებას. როდესაც საქმე არა აქვთ, დისკომფორტს განიცდიან.8. შეცვალეთ საკუთარი თავი და არა სხვებიეს, პირველ რიგში, ბავშვების აღზრდას ეხება. ბავშვებთან ვერაფერს გახდებით, თუ საკუთარ თავს არ მიხედავთ. მათ არ ესმით, რას ამბობთ, ისინი აღიქვამენ, რას აკეთებთ და როგორ იქცევით სხვებთან. კონსულტაციას ვუწევდი ერთ 70 წლის ქალს, რომელსაც არ ესმოდა, რატომ არ ურეკავს 40 წლის ვაჟი. გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ 15 წლისას ახვევდა თავს საკუთარ სცენარებს. ამიტომ გახსოვდეთ, რას ამბობს სტიუარდესა თვითმფრინავში — ნიღაბი ჯერ თქვენ მოირგეთ, შემდეგ — ბავშვებს მოარგეთ.9. კრიტიკა უფრო მსუბუქად აღიქვითგაიხსენეთ, როგორ ზიხართ მეტროში და ერთი მოხუცი ქალი შემოდის. მთელი ვაგონი სიძულვილით გიყურებთ, თქვენ დგებით და ადგილს უთმობთ. რატომ აკეთებთ ამას, ეს ქალი ხომ არ გთხოვთ, ადგილი დამითმეო? აქ დაბალ თვითშეფასებაზე და გაკიცხვაზეა საუბარი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და თუ ადგომა არ გინდათ, ნუ ადგებით, რეაქცია ნუ გექნებათ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ სხვისი შეფასების იგნორირება შეიძლება.10. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსურთკლასიკური მაგალითია, როდესაც ბავშვებს ეთამაშებით იმიტომ, რომ ასეა საჭირო — მე ხომ კარგი ადამიანი ვარ, ესე იგი, უნდა ვეთამაშო. შეწყვიტეთ. ბავშვებს მაშინ ეთამაშეთ, როცა ამის გაკეთება მოგინდებათ და როცა არ გინდათ — ნუ გააკეთებთ. ამას ბავშვებიც გრძნობენ, როცა უინტერესოდ ეთამაშებით მათ. დანაშაულის გრძნობა სიყვარული არ არის. მოვალეობის გამო ნუ დაიწყებთ ბავშვებთან თამაშს, მათთან მაშინ გაატარეთ დრო, როცა ამის სურვილი გაქვთ. თქვენ ისედაც ბევრი ვალდებულება გაკისრიათ ამ ცხოვრებაში.P. S. ბედნიერებას არ ეძებენ, როგორც ოქროს ან მოგებას. მას თავადვე ქმნიან ისინი, ვისაც ჰყოფნის ძალა, ენერგია და სიყვარული… ბედნიერება დიდებული რამაა! იყო უბედური – ძალზე იოლია, სულელური, ყველასთვის ხელმისაწვდომი! — ერვე ბაზენი.ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან>>ბედნიერებას, მის მისაღწევ ძალას, ენერგიასა და სიყვარულს და რაც მთავარია, ბედნიერების სურვილს გისურვებთ!
https://sputnik-georgia.com/20231018/idealurobis-safasuri-kargi-coli-cudi-coli-bednieri-qali-283403796.html
https://sputnik-georgia.com/20231102/siyvaruli-grznoba-rogorc-narkotiki-283901869.html
https://sputnik-georgia.com/20230825/bednieri-ojaxi-seqsi-sexedulebebi-rolebi-281664513.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/91/239729102_342:0:5675:4000_1920x0_80_0_0_e54d3c844035fcb769418a3330e51acd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , საინტერესო ადამიანები
ბედნიერების 10 ცნება
16:15 13.11.2023 (განახლებულია: 16:52 13.11.2023) ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება? რის მიღწევას ისურვებდით ცხოვრებაში? რა გაძლევთ კეთილდღეობისა და სისავსის შეგრძნებას?
ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი გთავაზობთ ბედნიერების 10 ფორმულას.
1. ნუ გეშინიათ ბედნიერების
ადამიანების უმეტესობა ისეთ ოჯახებში ცხოვრობს, სადაც არ არის მიღებული ცხოვრებისგან ბედნიერების მიღება, ლაპარაკი, რომ ყველაფერი კარგადაა; მშობლებს უნარი არ შესწევთ, უხაროდეთ და იღიმოდნენ; ასეთი დამოკიდებულება მათ შვილებსაც გადაედება და ისინიც ჩათვლიან, რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი. კიდევ ერთი დოგმა — თუ კარგად გრძნობთ თავს, ამისთვის ცხოვრება აუცილებლად გაზღვევინებთ. გვეშინია, მივიღოთ სიამოვნება და ამას რაღაც სიმახინჯესა და მანკიერებას ვუკავშირებთ.
2. კმარა საკუთარი თავის შეცოდება
როდესაც საკუთარი პრობლემების შესახებ სხვებს უყვებით, რა გსურთ? წუწუნი და არა პრობლემების გადაჭრა. ტანჯვის კულტი — ჩვენი კიდევ ერთი მახასიათებელია. უფრო გვეადვილება ვიტანჯოთ, ვიდრე ბედნიერად ვიცხოვროთ. ჯანმრთელი ადამიანი ან იღებს სიტუაციას, ან ცვლის მას. ნევროტული ადამიანი — „ნევროტიკი" — არც იღებს და არც ცვლის. მაგალითად, ფიზიკური ავადმყოფობა, რომელიც ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში რეალურად გვიშლის ხელს. მაგრამ ჯანმრთელი ადამიანები მკურნალობენ, ხოლო „ნევროტიკებს" ავადმყოფობა ურჩევნიათ, რომ თავის შეცოდების საბაბი ჰქონდეთ…
ეს თითქმის ჰობია — მოიგონო პრობლემა და მისგან დაიტანჯო.
3. განაცალკევეთ რეალური და გამოგონილი პრობლემები
„ნევროტიკი" ჯანმრთელი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ ჯანმრთელი ადამიანი რეალური პრობლემების შესახებ განიცდის, ხოლო „ნევროტიკი — არარსებულის. ეს თითქმის ჰობია — მოიგონო პრობლემა და იტანჯო მის გამო მთელი დღე.
4. ნუ ეცდებით ირგვლივ ყველას დახმარებას
სხვების დახმარების სურვილი იქიდან ჩნდება, რომ არ გჯერათ, რომ ვინმე ისე, უბრალოდ შეგიყვარებთ. სხვების დახმარების გზით ცდილობთ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. ამიტომ, თუ არ გთხოვენ, ნუ შეეხებით ადამიანებს. ყურადღება იმას მიაქციეთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.
5. თუ არ გეკითხებიან, ნუ ილაპარაკებთ
როცა პასუხობთ კითხვებს, რომელსაც თქვენ არ გისვამენ, თქვენს განგაშის გრძნობას გასცემთ. მაგალითად, მივდივარ ახალგაზრდა ქალთან ერთად მაღაზიის გასწვრივ და ეს ქალი ამბობს — „რა ლამაზი კაბაა", ხოლო ჩემი ერთწუთიანი დუმილის შემდეგ: „ვიცოდი, რომ კაცი არ ხარ". ის, სხვათა შორის, ასპროცენტიანი ქალია. მას რომ ეთხოვა კაბის ყიდვა, რა თქმა უნდა, ვუყიდიდი, მაგრამ თუ მაშინვე გავიქცეოდი სალაროსკენ ფულის გადასახდელად, ე. ი. არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი.
6. განასხვავეთ სიყვარული დამოკიდებულებისგან
ადამიანები არასდროს ანებებენ თავს იმას, რაც უყვართ. მაგალითად, მოწევას. 37 წელი ვეწეოდი, აქედან ბოლო 10 წელი — დღეში სამ კოლოფს. მოწევას თავი დავანებე, როდესაც ვუთხარი საკუთარ თავს, რომ სიგარეტი არ მიყვარს, უბრალოდ, მასზე დამოკიდებული ვარ. "ნევროტიკები" დამოკიდებულებას სიყვარულისგან ვერ ანსხვავებენ.
7. რუტინა — ეს ყოველთვის ცუდი არაა
რუტინული შრომით ვარ დაკავებული 35 წელია და თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან კონსერვატორი ადამიანი ვარ. „ნევროტიკებს" მშვიდად ცხოვრება არ შეუძლიათ, მუდამ აქეთ-იქით აწყდებიან, შიშობენ, რომ რაღაცას ვერ მოასწრებენ, იღებენ მეხუთე განათლებას. როდესაც საქმე არა აქვთ, დისკომფორტს განიცდიან.
8. შეცვალეთ საკუთარი თავი და არა სხვები
ეს, პირველ რიგში, ბავშვების აღზრდას ეხება. ბავშვებთან ვერაფერს გახდებით, თუ საკუთარ თავს არ მიხედავთ. მათ არ ესმით, რას ამბობთ, ისინი აღიქვამენ, რას აკეთებთ და როგორ იქცევით სხვებთან. კონსულტაციას ვუწევდი ერთ 70 წლის ქალს, რომელსაც არ ესმოდა, რატომ არ ურეკავს 40 წლის ვაჟი. გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ 15 წლისას ახვევდა თავს საკუთარ სცენარებს. ამიტომ გახსოვდეთ, რას ამბობს სტიუარდესა თვითმფრინავში — ნიღაბი ჯერ თქვენ მოირგეთ, შემდეგ — ბავშვებს მოარგეთ.
9. კრიტიკა უფრო მსუბუქად აღიქვით
გაიხსენეთ, როგორ ზიხართ მეტროში და ერთი მოხუცი ქალი შემოდის. მთელი ვაგონი სიძულვილით გიყურებთ, თქვენ დგებით და ადგილს უთმობთ. რატომ აკეთებთ ამას, ეს ქალი ხომ არ გთხოვთ, ადგილი დამითმეო? აქ დაბალ თვითშეფასებაზე და გაკიცხვაზეა საუბარი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და თუ ადგომა არ გინდათ, ნუ ადგებით, რეაქცია ნუ გექნებათ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ სხვისი შეფასების იგნორირება შეიძლება.
10. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსურთ
კლასიკური მაგალითია, როდესაც ბავშვებს ეთამაშებით იმიტომ, რომ ასეა საჭირო — მე ხომ კარგი ადამიანი ვარ, ესე იგი, უნდა ვეთამაშო. შეწყვიტეთ. ბავშვებს მაშინ ეთამაშეთ, როცა ამის გაკეთება მოგინდებათ და როცა არ გინდათ — ნუ გააკეთებთ. ამას ბავშვებიც გრძნობენ, როცა უინტერესოდ ეთამაშებით მათ. დანაშაულის გრძნობა სიყვარული არ არის. მოვალეობის გამო ნუ დაიწყებთ ბავშვებთან თამაშს, მათთან მაშინ გაატარეთ დრო, როცა ამის სურვილი გაქვთ. თქვენ ისედაც ბევრი ვალდებულება გაკისრიათ ამ ცხოვრებაში.
P. S. ბედნიერებას არ ეძებენ, როგორც ოქროს ან მოგებას. მას თავადვე ქმნიან ისინი, ვისაც ჰყოფნის ძალა, ენერგია და სიყვარული… ბედნიერება დიდებული რამაა! იყო უბედური – ძალზე იოლია, სულელური, ყველასთვის ხელმისაწვდომი! — ერვე ბაზენი.
ბედნიერებას, მის მისაღწევ ძალას, ენერგიასა და სიყვარულს და რაც მთავარია, ბედნიერების სურვილს გისურვებთ!