https://sputnik-georgia.com/20231018/idealurobis-safasuri-kargi-coli-cudi-coli-bednieri-qali-283403796.html
იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი
იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი
Sputnik საქართველო
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება, ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს, ის მსხვერპლს არ იღებს... 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T16:45+0400
2023-10-18T16:45+0400
2023-10-18T20:17+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
რა-დიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/81/238788137_0:81:2560:1521_1920x0_80_0_0_6012e47345ca1b0a55731d857c4d61db.jpg
როგორია კარგი ცოლი და როგორია ცუდი ცოლი? როგორია, ზოგადად, იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული...როგორია კარგი ცოლითანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ასე თავს გულწრფელად გრძნობდეს.რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?>>როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში? იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო არაიძულებით სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო. ყველაფერი ზემოაღნიშნულის შესრულება ნორმალურ ქალს უბრალოდ არ შეუძლია. მაგალითად, დაუთოებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას — ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის — კიდევ რამდენიმე საათი და ა.შ.ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მიიღო შხაპი, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიძინო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ… ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს! მისია შეუსრულებელია.კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება – ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა, რომელიც აგრძელებს საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვასა და შინაგანად ყველას სიძულვილს, ვისაც მისი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის სძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ იცის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ — დაიღალა!როგორია ცუდი ცოლი?ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა, ხან — პროდუქტები ფუჭდება.იდეალური ქალი – ესაა საზოგადოებაში დედოფალი, სამზარეულოში დიასახლისი და საწოლში...>>ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.მას გულწრფელად ეზარება, ადაპტირებს ვითარების მიხედვით, ისწრაფვის კომფორტისკენ და არა პერფექციონიზმისკენ. ასეთი ცოლი კეთილია, მოვლილი, ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხანდახან ტირის და სევდიანია. ის თავს უფლებას აძლევს ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი ცოლების შურთ იდეალურებს. თავს იჭამენ იმის გამო, რომ თვითონ არ შეუძლიათ ასე.ამასთან, ცუდი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებს. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი გრძნობს თავის მნიშვნელობასა და აუცილებლობას — მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე — არაიდეალური. ბავშვებიც დედისკენ იწევენ, ის ხომ იღიმება. მას აქვს ამისთვის დრო. ხომ არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: „ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის". რა ჯვარი? სად და ვისთვის უნდა ზიდო?!იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი ლამაზი ოჯახის სურათი ასეთ მსხვერპლად? იქნებ, ჯობს მიიღოთ ის, რაც თქვენთვის არის მორგებული და კომფორტული?
https://sputnik-georgia.com/20210809/sakuTar-Tavze-ekonomiis-reJimSi-rodesac-qalSi-qali-nadgurdeba-252542833.html
https://sputnik-georgia.com/20221213/rogori-unda-iyos-coli-272980324.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/81/238788137_214:0:2347:1600_1920x0_80_0_0_22e73a2d51b372ee46f881ac71f6aab5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, რა-დიაცია
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, რა-დიაცია
იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი
16:45 18.10.2023 (განახლებულია: 20:17 18.10.2023) კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება, ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს, ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.
როგორია კარგი ცოლი და როგორია ცუდი ცოლი? როგორია, ზოგადად, იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული...
თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:
სახლში იცავს წესრიგს ჯარის ნორმატივების დონეზე აჩვენებს ქალღმერთის კულინარიულ შესაძლებლობებს — პირველი კერძი, მეორე, კომპოტი ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით… ბავშვები მოვლილი, მაძღარი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული ქმარი — გამოკვლეულია ქმედუნარიანობისა და ფიზიოლოგიის მხრივ, სწორად ჩაცმული, ჭამის დროს მანერებს იცავს, ჯამაგირს ცოლს აბარებს, ლუდს არ სვამს, ყოველწლიურად სამედიცინო გამოკვლევას იტარებს. ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ასე თავს გულწრფელად გრძნობდეს.
როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში? იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო არაიძულებით სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო. ყველაფერი ზემოაღნიშნულის შესრულება ნორმალურ ქალს უბრალოდ არ შეუძლია. მაგალითად, დაუთოებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას — ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის — კიდევ რამდენიმე საათი და ა.შ.
ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მიიღო შხაპი, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიძინო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ… ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს! მისია შეუსრულებელია.
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება – ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა, რომელიც აგრძელებს საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვასა და შინაგანად ყველას სიძულვილს, ვისაც მისი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის სძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ იცის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ — დაიღალა!
ცუდი ცოლი ქაოსურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა, ხან — პროდუქტები ფუჭდება.
ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.
მას გულწრფელად ეზარება, ადაპტირებს ვითარების მიხედვით, ისწრაფვის კომფორტისკენ და არა პერფექციონიზმისკენ. ასეთი ცოლი კეთილია, მოვლილი, ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხანდახან ტირის და სევდიანია. ის თავს უფლებას აძლევს ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი ცოლების შურთ იდეალურებს. თავს იჭამენ იმის გამო, რომ თვითონ არ შეუძლიათ ასე.
ამასთან, ცუდი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებს. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი გრძნობს თავის მნიშვნელობასა და აუცილებლობას — მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე — არაიდეალური. ბავშვებიც დედისკენ იწევენ, ის ხომ იღიმება. მას აქვს ამისთვის დრო. ხომ არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: „ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის". რა ჯვარი? სად და ვისთვის უნდა ზიდო?!
იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი ლამაზი ოჯახის სურათი ასეთ მსხვერპლად? იქნებ, ჯობს მიიღოთ ის, რაც თქვენთვის არის მორგებული და კომფორტული?