იდეალური ქალი – ესაა საზოგადოებაში დედოფალი, სამზარეულოში დიასახლისი და საწოლში...

© Pixabay / StockSnapქალის სახე
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
გავრცელებულია აზრი: „იდეალური ქალი – ესაა დედოფალი საზოგადოებაში, დიასახლისი სამზარეულოში, კახპა საწოლში”. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ აზრში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად დევს.
რაზეა საუბარი? — ქალის მდგომარეობებზე
ყოველ ქალში არის ოთხი მდგომარეობა. თუ თქვენ მხოლოდ ერთს იყენებთ, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ დანარჩენი სამი არ გაქვთ.
მაშ, დავიწყოთ:
დედოფალი
დამოუკიდებელი, მოვლილი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ამაყი. კარიერული ზრდა, ბიზნესი, სოციუმში რეალიზება. ვინმეს დახმარება სთხოვოს? არავითარ შემთხვევაში! შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, მას ყველა აღფრთოვანებით უყურებს. ჭკვიანია, პირდაპირი.
ასეთ ქალში მიღების ენერგია ჭარბობს, ანუ: მე „მაგარი“ ვარ, ველოდები, როდის დაიწყებს მამაკაცი ჩემზე ზრუნვას, ჩემს დაპყრობას.
დიასახლისი
ესაა დედობრივი ენერგია, გაცემის ენერგია. ასეთი ქალი ამზადებს კერძებს, ალაგებს სახლს, შეუძლია მოსმენა. მასთან მშვიდად, კომფორტულად ხარ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
გოგონა
მიღების ენერგია. სიცოცხლით სავსე, სუსტი. იღებს სასურველს უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სურს (დედოფლისგან განსხვავებით, რომელიც ყველაფერს თავად აღწევს). ასეთთან ვინმე ყოველთვის მივა დასახმარებლად, დაიცავს, იზრუნებს მასზე. მარადიული მეოცნებეა.
საყვარელი
გაცემა, ვნება, თავისუფალი, გახსნილი, სექსუალური. სექსის საშუალებით ქალი მამაკაცს მძლავრ ენერგიას გადასცემს და მას ძალით ავსებს. ადვილად იზიდავს მამაკაცებს.
ახლა მთავარი — ენერგიების დისბალანსი
1. რა ხდება, როცა ქალში დედოფლის მდგომარეობა მეტად არის განვითარებული?
მარტოობა, დედოფალს არავინ მოსწონს, შინაგანად ცივია. მიიჩნევს, რომ მამაკაცების უმრავლესობა სუსტია და მისი ღირსი არ არის.

2. თუ დიასახლისის მდგომარეობა ჭარბობს
ქალი ძალზე მზრუნველია. მამაკაცი ასეთ ქალთან თავს ძალიან მოხერხებულად გრძნობს. ხანდახან ეს ქალზე „ფეხის შეწმენდაშიც“ შეიძლება გადაიზარდოს. დიასახლისით მამაკაცები აღფრთოვანებული არ არიან. აღფრთოვანებული არიან გოგონათი, საყვარლით, დედოფლით, მაგრამ არა — დიასახლისით.
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>
3. გოგონას მდგომარეობა
ერთი მხრივ, მამაკაცს ძალიან სიამოვნებს, როცა ის ვინმეს სჭირდება, თავისი დახმარებით სიამოვნებას ანიჭებს გოგონას, შთაგონებულია გმირობის ჩადენაზე. მაგრამ თუ ეს მუდმივად ხდება, შეიძლება მობეზრდეს, რადგანაც ქალი მხოლოდ ენერგიის მიღების მდგომარეობაშია.

4. მდგომარეობა — საყვარელი
ესაა ქალი კატეგორიიდან „მამაკაცებს მხოლოდ სექსი უნდათ!“
დიახ, ასეთი ქალები სურთ, უნდათ, ასეთი ქალებისკენ მიილტვიან, ასეთ ქალებს იპყრობენ (გარკვეულ მომენტამდე), მაგრამ ასეთ ქალთან ცხოვრების დაკავშირება მამაკაცებს მაინცდამაინც არ სურთ. მამაკაცის შენარჩუნება ასეთ ქალებს არ გამოსდით.
გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?
და გამოსავალი რა არის?
ჭეშმარიტი ქალურობა — ესაა უნარი, მართო ოთხივე მდგომარეობა.
როდესაც მამაკაცი სახლში მშიერი მოდის, მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს — ჭამა უნდა. აქ დიასახლისი უნდა ჩაერთოს. აჭამეთ (სასურველია, გემრიელად გაუმასპინძლდეთ).
როდესაც მამაკაცმა ლურსმანი დააჭედა ან სახლში ჯამაგირი მოიტანა, უპრიანია გოგონას მდგომარეობის ამოქმედება, რომელიც ასეთი მხიარულია და თავისი „მონადირით“ აღფრთოვანება შეუძლია.
საყვარელს შეუძლია მიიზიდოს, დააინტერესოს მამაკაცი, მაგრამ დანარჩენი სამი მდგომარეობის გარეშე შენარჩუნება არ შეუძლია.
დედოფლის მდგომარეობა — ესაა თვითკმარობის შეგრძნება, საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარული (ირგვლივ მყოფთა სიყვარული მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება). სილამაზის სალონები, ლამაზი კაბები, ჰობი, თვითგანვითარება.
მამაკაცი არ გაფასებთ? ჩართეთ დედოფლის მდგომარეობა, მიხედეთ თავს, სილამაზეს, სხეულს, ჰობის. მაგრამ არა შურისძიების ან წყენის სახით. ნახავთ შედეგს.
დასკვნა:
ოთხივე მდგომარეობა:
დედოფალი (მიღების ენერგია)
დიასახლისი (გაცემა)
გოგონა (მიღება)
საყვარელი (გაცემა)
ქალების უმრავლესობა ერთ ან რამდენიმე მდგომარეობაშია, ან ხშირად ერთიდან მეორეში გადადის (ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში). და რას ვიღებთ ამისგან?
ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

ნამდვილი ქალურობის გასაღები — ეს ოთხივე მდგომარეობის ბალანსია. მოქნილობა და ვითარებიდან გამომდინარე სხვა მდგომარეობაში გადართვა. გაითვალისწინეთ — ეს მდგომარეობები ადვილად ვითარდება.
ყველა ახალი ამბავი
0