რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeგალერეა "პროვანსი"
გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
მამაკაცებს გულწრფელად სწამთ, რომ ქალის ჭკუა სრულყოფილებისგან შორსაა. ქალების ცალკეულ წარმატებებს ბიზნესში, მეცნიერებასა თუ სხვა სფეროებში ისინი გამონაკლისს მიაკუთვნებენ.
„ქალებს რას გაუგებ!“ „ნეტავ, რაზე ფიქრობს?“ „იცინოდა და ახლა რატომ ტირის, რა ვაწყენინე?!“ — ალბათ არ არსებობს ამ ქვეყანაზე მამაკაცი, რომ ეს და სხვა მრავალი მსგავსი კითხვა არ გასჩენოდა. მამაკაცებისთვის ქალი ყოველთვის ბოლომდე ამოუცნობ არსებად რჩება. ისინი აღმერთებენ ქალებს, მაგრამ ცოტა თუ აღიარებს ქალის ლოგიკას, ჭკუას, აზროვნებას…
მაშ ასე, რას ფიქრობს მამაკაცი ქალზე და რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქალს ამაზე:
მამაკაცებს გულწრფელად სწამთ, რომ ქალის ჭკუა სრულყოფილებისგან შორსაა, არცერთ ქალს არ ძალუძს მათი ცხოვრების სიღრმეებს ჩაწვდეს. ქალების ცალკეულ წარმატებებს ბიზნესში, მეცნიერებასა თუ სხვა სფეროებში ისინი გამონაკლისს მიაკუთვნებენ; არ ღირს მათი ამ „ტკბილი“ მცდარი შეხედულებებიდან გამოფხიზლება, გაუფრთხილდით მათ ძალზე ფაქიზ თავმოყვარეობას.
„ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ფიქრობენ, რომ ქალებს იუმორის გრძნობა განვითარებული არ აქვთ და ხუმრობაზე ხშირად სწორად არ რეაგირებენ; როგორც ჩანს, ამგვარი შთაბეჭდილება იმიტომ შეექმნათ, რომ ხანდახან ქალები მათ „მამაკაცურ“ ხუმრობაზე არ იცინიან.
ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ქალებს ფულის სწორად ხარჯვა არ შეუძლიათ, ყიდულობენ ამდენ სხვადასხვანაირ და, მათი აზრით, არასაჭირო ტანსაცმელს. აქ მხოლოდ ერთი რჩევა შეიძლება — არ ეცადოთ გადაარწმუნოთ თქვენი რჩეული, დაე, ასე იფიქროს მომავალშიც და ღრმად ამოიოხროს, როცა ფულს გაძლევთ. მაგრამ უკეთესი იქნება, როცა გკითხავთ, რამდენი გადაიხადეთ ამა თუ ნივთში, ფასი ნაკლები უთხრათ, არ ღირს მათი ზედმეტად ტრავმირება.
მამაკაცებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ „კრიტიკული დღეების სინდრომი“ თვითონ ქალებმა მოიგონეს თავიანთი გაღიზიანებულობისა და ნერვოზულობის გასამართლებლად; არ ღირს მეცნიერულად დაუმტკიცოთ, რომ მართალი არ არიან, ამის გამო თქვენ მდგომარეობა არ შეგიმსუბუქდებათ, ხოლო მათთვის თქვენი პრეტენზიების გადატანა უფრო ადვილი იქნება;
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2020
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...
ისინი აფასებენ ქალურ ალღოსა და გამჭრიახობას, მაგრამ ამავე დროს ეშინიათ მისი. ქალებში ნდობას არ იწვევს მამაკაცების სხვადასხვა „თხზულებები“ იმაზე, თუ „რა არ გადახდათ თავს, სანამ სახლში მოდიოდნენ და ამიტომ დააგვიანეს“. ამასთან ვერაფერს გახდებით. ბუნებამ ქალი გამჭრიახობით დააჯილდოვა, რათა მან დაიცვას საკუთარი თავი და ბავშვები, დროულად იგრძნოს საფრთხე.
ცოტა კაცს თუ სწამს ნამდვილი ქალური მეგობრობის. მათთვის მეგობარი ისაა, ვინც მათ მკერდით გადაეფარება და უკანასკნელ ლუკმას გაუყოფს, ხოლო ქალისთვის მეგობრობა — ეს ურთიერთობის, საკუთარი გრძნობების გაზიარების საშუალება და მზრუნველობის შეგრძნებაა. ასე რომ, საქმე ის კი არაა, რომ ქალებმა მეგობრობა არ იციან, არამედ საქმე ნამდვილი მეგობრობის გაგებაშია.
ყველა მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალები ძალიან ბევრს მოითხოვენ. ამაში შედავება ძნელია, მაგრამ განა ცუდია, როცა გწადია ზრუნვა, ალერსი, სინაზე, სიყვარული და ხვალინდელი დღის იმედი? შეიძლება მათ სხვა ფასეულობები აქვთ, მაგრამ, ნაკლებად, ეს ფასეულობები ყველასთვის ერთნაირია.
P.S. თუ ქალის მართვა შეგიძლია, ე.ი. სახელმწიფოსაც მართავ — ონორე დე ბალზაკი.
ყველა ახალი ამბავი
0