https://sputnik-georgia.com/20231110/saertasoriso-evropuli-skola-tbilisi-284139077.html
შეხვედრა ჰერჩინსკისთან: მინისტრმა ელჩთან საერთაშორისო ევროპულ სკოლაზე ისაუბრა
შეხვედრა ჰერჩინსკისთან: მინისტრმა ელჩთან საერთაშორისო ევროპულ სკოლაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის აღმოსავლეთ... 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T20:55+0400
2023-11-10T20:55+0400
2023-11-10T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გიორგი ამილახვარი
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138894_0:135:1600:1035_1920x0_80_0_0_8d33150d7c4066e8037137b9830f8dd5.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელ ლორენს მერედიტსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, რა დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლორენს მერედიტსა და პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კანდიდატის სტატუსის საკითხში საქართველოს მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო ევროპულ სკოლასაც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს და 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.„საერთაშორისო ევროპული სკოლა – თბილისი“ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი უნიკალური პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაარსდება.საერთაშორისო ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შენობა ევროკავშირის სტანდარტებით იგება. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284138894_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_5f230e3647a2c747f793f4c281c9fbd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , გიორგი ამილახვარი, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , გიორგი ამილახვარი, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელ ლორენს მერედიტსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, რა დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლორენს მერედიტსა და პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კანდიდატის სტატუსის საკითხში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო თბილისის საერთაშორისო ევროპულ სკოლასაც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს და 2024 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
„გიორგი ამილახვარის თქმით, თბილისის საერთაშორისო ევროპული სკოლის დაარსება უპრეცედენტო ფლაგმანი პროექტია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული პარტნიორობის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
„საერთაშორისო ევროპული სკოლა – თბილისი“ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი უნიკალური პროექტია. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაარსდება.
საერთაშორისო ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შენობა ევროკავშირის სტანდარტებით იგება. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს.