https://sputnik-georgia.com/20231110/ratom-izrdeba-jarimebi-satvirto-avtomobilebis-mozraobaze-tbilissi-284134459.html
რატომ ზრდიან ჯარიმებს დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში
რატომ ზრდიან ჯარიმებს დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში
Sputnik საქართველო
დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის გადაადგილების წესების დარღვევა 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T17:34+0400
2023-11-10T17:34+0400
2023-11-10T17:34+0400
საქართველოს პარლამენტი
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_63f1ce56cb55c363db09925ae9d9f8aa.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიზანი, რომლის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის დარღვევაზე ჯარიმები იზრდება, არის გზებზე "საცობების" განტვირთვა, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში. შესაბამის კანონპროექტს პარასკევს, 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". დეპუტატები განმარტავენ, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის, 37 ათასზე მეტი დიდი გაბარიტების ავტომობილი, რაც "საცობებისა" და ავარიების რისკს ქმნის, განსაკუთრებით პიკის საათების დროს. კანოპროექტის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 დაN3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გაიზრდება. კერძოდ, დარღვევით მოძრაობის პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 1 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით. ამჟამად მოქმედი ნორმით აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. პარტია „გირჩის" დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, კანონპროექტი მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, რომ დიდგაბარიტიანმა ავტომობილებმა მმართველი პარტიის ლიდერებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ. თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების დარღვევით გადაადგილებაზე ჯარიმები იზრდება>>შემოიღეს "ბასლაინები, რომლებზეც თვითონ გადაადგილდებიან, ზღუდავენ პარკინგს, რათა ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდეს და ნაკლები „საცობი" იყოს. ახლა, ეტყობა, სატვირთო მანქანები უშლით ხელს, განაცხადა რაქვიაშვილმა. შესწორებების დეტალები კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს>>როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დიდი სატვირთო ავტომობილების მონაწილეობით ავარიების დროს, მოძრაობა გზაზე უფრო დიდხანს ფერხდება, რაც პიკის საათებში „საცობებს" იწვევს. სატვირთო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვაზე ოქტომბრის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში. ახალი წესების ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_6aba979d32c33d086e3985f2bd468d96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
რატომ ზრდიან ჯარიმებს დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მოძრაობაზე თბილისში
დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის გადაადგილების წესების დარღვევა 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიზანი, რომლის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის დარღვევაზე ჯარიმები იზრდება, არის გზებზე "საცობების" განტვირთვა, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
შესაბამის კანონპროექტს პარასკევს, 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". დეპუტატები განმარტავენ, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის, 37 ათასზე მეტი დიდი გაბარიტების ავტომობილი, რაც "საცობებისა" და ავარიების რისკს ქმნის, განსაკუთრებით პიკის საათების დროს.
„დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ქალაქებში მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია, გაბარიტული ტრანსპორტისთვის გადადგილების გარკვეული შეზღუდვები მოძრაობის განტვირთვასა და გადაადგილების გამარტივებას ისახავს მიზნად", - განაცხადა სარჯველაძემ.
კანოპროექტის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 დაN3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გაიზრდება. კერძოდ, დარღვევით მოძრაობის პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 1 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.
ამჟამად მოქმედი ნორმით აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
პარტია „გირჩის" დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, კანონპროექტი მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, რომ დიდგაბარიტიანმა ავტომობილებმა მმართველი პარტიის ლიდერებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ.
შემოიღეს "ბასლაინები, რომლებზეც თვითონ გადაადგილდებიან, ზღუდავენ პარკინგს, რათა ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდეს და ნაკლები „საცობი" იყოს. ახლა, ეტყობა, სატვირთო მანქანები უშლით ხელს, განაცხადა რაქვიაშვილმა.
კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:
საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დიდი სატვირთო ავტომობილების მონაწილეობით ავარიების დროს, მოძრაობა გზაზე უფრო დიდხანს ფერხდება, რაც პიკის საათებში „საცობებს" იწვევს.
სატვირთო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვაზე ოქტომბრის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში.
ახალი წესების ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.