https://sputnik-georgia.com/20231004/tbilissi-didi-gabaritebis-mqone-avtomobilebis-gadaadgileba-seizleba-seizrudos-282945665.html
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს
Sputnik საქართველო
„საცობებს“ ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები, განაცხადა დედაქალაქის მერმა. 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T15:42+0400
2023-10-04T15:42+0400
2023-10-04T18:47+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23806/98/238069857_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_e582ffe8921eab79054cca8df2e46021.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „საცობებს" ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები. ამასთან, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თბილისში არსებული კერძო ავტოპარკი. 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით 180.000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 600.000-მდეა გაზრდილი. ვვარაუდობთ, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება, აღნიშნა მერმა. თბილისის მერის თქმით, ბიზნეს-სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს. კალაძის განცხადებით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში.„საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში... რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ნაწილობრივ განიტვირთოს „საცობები", – განაცხადა კალაძემ.კახა კალაძე: თბილისში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია>>მისი თქმით, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება შეზღუდვა შაბათ-კვირას, ასევე აგვისტოს თვეში, როცა ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია.კალაძის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23806/98/238069857_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6ebf2bb02edd539bb5470d391a5efde0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს
15:42 04.10.2023 (განახლებულია: 18:47 04.10.2023) „საცობებს“ ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „საცობებს" ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები. ამასთან, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს თბილისში არსებული კერძო ავტოპარკი. 2012 წელს დედაქალაქში დაახლოებით 180.000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 600.000-მდეა გაზრდილი. ვვარაუდობთ, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება, აღნიშნა მერმა.
„პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომანქანებს. ისინი თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით კიდევ უფრო აფერხებენ გადაადგილებას და ამასთან ზრდიან საავარიო სიტუაციების ალბათობას, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივად აფერხებს საგზაო მოძრაობას", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბიზნეს-სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს.
კალაძის განცხადებით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში.
„საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში... რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ნაწილობრივ განიტვირთოს „საცობები", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება შეზღუდვა შაბათ-კვირას, ასევე აგვისტოს თვეში, როცა ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია.
კალაძის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.