https://sputnik-georgia.com/20230922/------282548172.html
კახა კალაძე: თბილისში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია
კახა კალაძე: თბილისში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T14:53+0400
2023-09-22T14:53+0400
2023-09-22T19:33+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_63f1ce56cb55c363db09925ae9d9f8aa.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. დღეისათვის საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პიკის საათებში დაახლოებით 640 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. როგორც ადრე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2012 წელს თბილისში სამუშაო დღეებში დაახლოებით 250 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 380 ათასამდე გაიზარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომობილი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 47%-ს ჰყავს, თუმცა მისი სარგებლობის დონე მაღალია და დაახლოებით 97%-ს შეადგენს. „ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა", – განაცხადა კალაძემ. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში - ზრდის მონაცემები>>>მერის თქმით, დიდი გამზირებისა და ქუჩების ჩაკეტვა ქალაქში გადაადგილებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის, მაგრამ სხვანაირად აუცილებელი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. „თუ მიწისქვეშა კომუნიკაციებს არ მოვაწესრიგებთ, არ შევცვლით, ისე არაფერი გამოვა", – განაცხადა კალაძემ. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2,8%-ით გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე ავტომობილების რიცხვმა კვარტლის ბოლოს 657,7 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 629,7 ათასი იყო. ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა 5,3%-ით მოიმატა და 193,3 ათასი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_6aba979d32c33d086e3985f2bd468d96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
კახა კალაძე: თბილისში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია
14:53 22.09.2023 (განახლებულია: 19:33 22.09.2023) ქვეყანაში ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. დღეისათვის საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში პიკის საათებში დაახლოებით 640 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც ადრე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2012 წელს თბილისში სამუშაო დღეებში დაახლოებით 250 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 380 ათასამდე გაიზარდა.
„დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულადაა გაზრდილი. პიკის საათებში დაახლოებით 640 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, მაშინ, როდესაც 2014 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომობილი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 47%-ს ჰყავს, თუმცა მისი სარგებლობის დონე მაღალია და დაახლოებით 97%-ს შეადგენს.
„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება, მეტი საავტობუსო ზოლის შექმნა", – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, დიდი გამზირებისა და ქუჩების ჩაკეტვა ქალაქში გადაადგილებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის, მაგრამ სხვანაირად აუცილებელი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
„თუ მიწისქვეშა კომუნიკაციებს არ მოვაწესრიგებთ, არ შევცვლით, ისე არაფერი გამოვა", – განაცხადა კალაძემ.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2,8%-ით გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე ავტომობილების რიცხვმა კვარტლის ბოლოს 657,7 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 629,7 ათასი იყო.
ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა 5,3%-ით მოიმატა და 193,3 ათასი შეადგინა.