https://sputnik-georgia.com/20231105/tbilisshi-did-gabaritebis-avtomobilebis-gadaadgilebaze-jarimebi-izrdeba-283997365.html
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების დარღვევით გადაადგილებაზე ჯარიმები იზრდება
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების დარღვევით გადაადგილებაზე ჯარიმები იზრდება
Sputnik საქართველო
კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ „საცობებს“ ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანები. 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T13:00+0400
2023-11-05T13:00+0400
2023-11-05T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23806/97/238069738_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_4fe7f11c277f10cc625193665dd43ee2.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება.საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე წარდგენილია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 დაN3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გაიზრდება.კერძოდ, დარღვევით მოძრაობის პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 1 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს>>>ასევე, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.ამჟამად მოქმედი ნორმით აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, ეს რაოდენობა კი ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს.თბილისის მერის თქმით, ბიზნეს-სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს.მისი თქმით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში. კერძოდ, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში.კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23806/97/238069738_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f2748c72347b9a80bf4d301daa97918a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისის მერია, ახალი ამბები
თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების დარღვევით გადაადგილებაზე ჯარიმები იზრდება
კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ „საცობებს“ ქმნის როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანები.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის საზღვრებში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება.
საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე წარდგენილია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 დაN3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გაიზრდება.
კერძოდ, დარღვევით მოძრაობის პირველივე შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 1 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.
ასევე, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.
ამჟამად მოქმედი ნორმით აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:
საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები;
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, ეს რაოდენობა კი ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს.
თბილისის მერის თქმით, ბიზნეს-სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს.
მისი თქმით, მერია მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდვა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესდეს გზის კონკრეტულ მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში და დღის გარკვეული დროის მონაკვეთებში. კერძოდ, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.