https://sputnik-georgia.com/20231106/evroparlamentaris-gancxadebas-saqartveloshi-mwvaved-upasuxes-284024194.html
ევროპარლამენტარის განცხადებას საქართველოში მწვავედ უპასუხეს
ევროპარლამენტარის განცხადებას საქართველოში მწვავედ უპასუხეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T22:54+0400
2023-11-06T22:54+0400
2023-11-07T13:50+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274902435_0:158:3081:1891_1920x0_80_0_0_7e5a95db78578e808f408fb2a5552459.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე ქართულ პოლიტიკაშია ჩართული და საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ განცხადებებს აკეთებს, რისი გაკეთებაც არ შეეფერება ევროპარლამენტარს, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა. იუკნევიჩიანემ ადრე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა თუ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა დღემდე, კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები მომავალ წელს“.იუკნევიჩიანე არის ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის - „ევროპული სახალხო პარტიის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე, რომელშიც შედის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში არიან ჩართული.„ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიებს. მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რასას განცხადებები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა, დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი არცერთმა ევროპარლამენტარმა არ უნდა გადაწყვიტოს.„საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არჩევნებში იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში და ეს არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი. ასევე დემოკრატიის მთავარი საფუძველია ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი საფუძველი და წინაპირობა. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმაც, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.პაპუაშვილი: მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება>>>ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274902435_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_57df66ab3ad385933ceca4dd7af76fa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები
ევროპარლამენტარის განცხადებას საქართველოში მწვავედ უპასუხეს
22:54 06.11.2023 (განახლებულია: 13:50 07.11.2023) დეპუტატის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე ქართულ პოლიტიკაშია ჩართული და საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ისეთ განცხადებებს აკეთებს, რისი გაკეთებაც არ შეეფერება ევროპარლამენტარს, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
იუკნევიჩიანემ ადრე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა თუ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა დღემდე, კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები მომავალ წელს“.
„იგი (იუკნევიჩიანე - რედ.) ჩართულია ქართულ პოლიტიკაში და მოქმედებს ისე, როგორც არ უნდა მოქმედებდეს ევროპარლამენტის წევრი და არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
იუკნევიჩიანე არის ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის - „ევროპული სახალხო პარტიის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე, რომელშიც შედის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში არიან ჩართული.
„ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და ისინი იშველიებენ თავიანთ კოლეგებს ევროპარლამენტიდან, მათ შორის მათ აწარმოებინებენ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიებს. მხოლოდ და მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რასას განცხადებები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა, დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი არცერთმა ევროპარლამენტარმა არ უნდა გადაწყვიტოს.
„საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი არჩევნებში იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში და ეს არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი. ასევე დემოკრატიის მთავარი საფუძველია ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი საფუძველი და წინაპირობა. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმაც, რომ საქართველოში ქართველი ხალხი ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას სურს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.