პაპუაშვილი: მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის მხარდამჭერი აქცია
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
პარლამენტის სპიკერმა გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ გასულ წელს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არ ელოდება, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაცია შესრულებულად გამოცხადდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ სამზე მეტი რეკომენდაცია ჩაითვლება შესრულებულად და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართებით ", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პარლამენტის სპიკერმა გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ გასულ წელს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.
„ჩვენ ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო სტატუსს გასულ წელს, ივნისშიც იმსახურებდა. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამიტომაც, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, უსამართლობის დღე იყო, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი, შესრულებულიყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერი: კანდიდატის სტატუსთან მიმართებით რუმინეთის და სლოვენიის მხარდაჭერა იმედისმომცემია>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0