https://sputnik-georgia.com/20231105/romeli-qveynebidan-shemodis-medikamentebi-saqartveloshi-283987189.html
თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთი - საიდან შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში
თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთი - საიდან შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში
Sputnik საქართველო
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T09:30+0400
2023-11-05T09:30+0400
2023-11-05T09:30+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტების ძირითადი იმპორტიორები თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2023 წლის ცხრა თვეში საქართველომ უცხოეთში 392,4 მლნ დოლარის ღირებულების 9,5 ათასი ტონა მედიკამენტი შეიძინა. მედიკამენტების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2 ათასი ტონა თურქეთიდან შემოვიდა - თურქული მედიკამენტების იმპორტის მოცულობამ 2023 წლის იანვარი-სექტემბერში 104,1 მლნ დოლარი შეადგინა.თურქეთის შემდეგ მოდის ინდოეთი, საიდანაც 13,8 მლნ დოლარის ღირებულების 752 ტონა მედიკამენტის იმპორტი განხორციელდა.ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის>>>მესამე ადგილზეა ბულგარეთი - 7,6 მლნ დოლარის ღირებულების 355 ტონა მედიკამენტი. მედიკამეტების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის გერმანია (318 ტონა) და შვეიცარია (311 ტონა).გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში წამლების დიდი პარტია შემოვიდა საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, ლიეტუვიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.ფასები მედიკამენტებზესაქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი 2022 წლის დასაწყისში გახსნა. შედეგად, წამლების ფასები 70-80%-ით შემცირდა.სახელმწიფომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.საქართველომ იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა წამლებიც ქვეყანაში შემოდის>>>მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა და პირობა დადო, რომ სია გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,2 ათასზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს. ეს სია თანდათანობით ივსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქსტატი, ახალი ამბები
თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთი - საიდან შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტების ძირითადი იმპორტიორები თურქეთი, ინდოეთი და ბულგარეთია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის ცხრა თვეში საქართველომ უცხოეთში 392,4 მლნ დოლარის ღირებულების 9,5 ათასი ტონა მედიკამენტი შეიძინა.
მედიკამენტების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 2 ათასი ტონა თურქეთიდან შემოვიდა - თურქული მედიკამენტების იმპორტის მოცულობამ 2023 წლის იანვარი-სექტემბერში 104,1 მლნ დოლარი შეადგინა.
თურქეთის შემდეგ მოდის ინდოეთი, საიდანაც 13,8 მლნ დოლარის ღირებულების 752 ტონა მედიკამენტის იმპორტი განხორციელდა.
მესამე ადგილზეა ბულგარეთი - 7,6 მლნ დოლარის ღირებულების 355 ტონა მედიკამენტი.
მედიკამეტების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის გერმანია (318 ტონა) და შვეიცარია (311 ტონა).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში წამლების დიდი პარტია შემოვიდა საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, ლიეტუვიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.
საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი 2022 წლის დასაწყისში გახსნა. შედეგად, წამლების ფასები 70-80%-ით შემცირდა.
სახელმწიფომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა და პირობა დადო, რომ სია გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,2 ათასზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს. ეს სია თანდათანობით ივსება.