დანაშაული საქართველოში: სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის 1იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოს გზებზე 41,1 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის ცხრა თვეში ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,1%-ით შემცირდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 63,09%.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.
დანაშაულის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 11,5 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 54,5%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 4,7 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 92,5%.
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ნახევარ წელიწადში ავარიებმა 190 ადამიანი იმსხვერპლა>>>
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 3,1 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 85,2% გახსნილია.
გარდა ამისა, ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულების ხუთეულში შედის მუქარა (3 ათასი ფაქტი) და ძალადობა (4,5 ათასი ფაქტი).
შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა 52 მკვლელობა, აქედან 25 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი; 494 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 154 – გაუპატიურება, 75 - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 5 – ადამიანებით ვაჭრობა, მძევლად აყვანის ერთი შემთხვევა და 13 ტერორიზმის შემთხვევა.
რამდენი დაისაჯა
2023 წლის ცხრა თვეში ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 15.132 ადამიანი, აქედან 1.089 პირობით სასჯელს იხდიდა. ამასთან, 5.134 ათასი დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 12.704 ადამიანს მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0