https://sputnik-georgia.com/20230925/----190---282611232.html
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ნახევარ წელიწადში ავარიებმა 190 ადამიანი იმსხვერპლა
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ნახევარ წელიწადში ავარიებმა 190 ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება. 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T11:19+0400
2023-09-25T11:19+0400
2023-09-25T16:44+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_0:0:3457:1946_1920x0_80_0_0_ef2d96f3d3f1fb8cbd66292f05445a1d.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 190 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ექვსი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში 2.580 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 3.325 ადამიანი დაშავდა. ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 80% მოდის. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც 1.276 ავარიაში დაიღუპა 34 და დაშავდა 1.485 ადამიანი. გზებზე სიკვდილიანობის მხრივ რეგიონებს შორის ყველაზე პრობლემურია კახეთი, სადაც 136 ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 32 და დაშავდა 214 ადამიანი. ავარიების სახეობები ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 874 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 39 და დაშავდა 1.299 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 768 ავარიის შედეგად დაიღუპა 45 და დაშავდა 778 ადამიანი. მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 274 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 294 ადამიანი. ყველაზე გავრცელებული ავარიების ხუთეულში ასევე შედის ავტომობილის შეჯახება დაბრკოლებასთან (19 ლეტალური შემთხვევა და 179 დაშავებული), გადაბრუნებული ავტომობილები (8 გარდაცვლილი და 148 დაშავებული) და შეჯახება გაჩერებულ ავტომობილზე (7 დაღუპული და 134 დაშავებული). ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის. ავარიების მიზეზები ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა. ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_685:0:3298:1960_1920x0_80_0_0_d162883b129dba502a38352ba27fcec6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ნახევარ წელიწადში ავარიებმა 190 ადამიანი იმსხვერპლა
11:19 25.09.2023 (განახლებულია: 16:44 25.09.2023) ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 190 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ექვსი ბავშვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში 2.580 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 3.325 ადამიანი დაშავდა.
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 80% მოდის.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც 1.276 ავარიაში დაიღუპა 34 და დაშავდა 1.485 ადამიანი.
გზებზე სიკვდილიანობის მხრივ რეგიონებს შორის ყველაზე პრობლემურია კახეთი, სადაც 136 ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 32 და დაშავდა 214 ადამიანი.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 874 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 39 და დაშავდა 1.299 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 768 ავარიის შედეგად დაიღუპა 45 და დაშავდა 778 ადამიანი.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 274 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 294 ადამიანი.
ყველაზე გავრცელებული ავარიების ხუთეულში ასევე შედის ავტომობილის შეჯახება დაბრკოლებასთან (19 ლეტალური შემთხვევა და 179 დაშავებული), გადაბრუნებული ავტომობილები (8 გარდაცვლილი და 148 დაშავებული) და შეჯახება გაჩერებულ ავტომობილზე (7 დაღუპული და 134 დაშავებული).
ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის.
ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.
ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.