https://sputnik-georgia.com/20231103/pensionerebi-medikamentebs-upasod-miigeben-283964936.html
ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონი პირები მედიკალენტებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T18:49+0400
2023-11-03T18:49+0400
2023-11-03T18:49+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8b38db94591f038a513740fd396c3bf0.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონი პირები მედიკალენტებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია.მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით სამთავრობო რეფორმების დახმარებით მოქალაქეები 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაზოგავენ.საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის>>>რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c560c70828d20e11f4ad2e14e89a8a62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონი პირები მედიკალენტებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია.
„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წლიდან პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით სამთავრობო რეფორმების დახმარებით მოქალაქეები 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაზოგავენ.
„მედიკამენტები გაიაფდა, სამინისტრომ (ჯანდაცვის - რედ.) მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.