https://sputnik-georgia.com/20231102/uketesi-iqneba-kobaxize-parlamentidan-radikaluri-opoziciis-wasvlaze-283925423.html
უკეთესი იქნება - კობახიძე პარლამენტიდან „რადიკალური ოპოზიციის" წასვლაზე
უკეთესი იქნება - კობახიძე პარლამენტიდან „რადიკალური ოპოზიციის" წასვლაზე
Sputnik საქართველო
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T17:58+0400
2023-11-02T17:58+0400
2023-11-02T17:58+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24452/45/244524595_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_6c22d4426f0a6d23a4cba25fe0d96180.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თუ „რადიკალური ოპოზიცია" პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება საქართველოში პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს", - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში. „რადიკალურ ოპოზიციას" მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს უწოდებენ. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" 2017 წელს ჰქონდა სლოგანი, რომ რაც ნაკლები „ნაცი" იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ამასთან, „ოცნების" ლიდერის თქმით, მსგავსი განცხადებები „ნაცმოძრაობის" შიგნით დაპირისპირებაზე მეტყველებს. „ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. ოპოზიციონერმა „ნაცმოძრაობის" ირგვლივ მოვლენები ბრაზილიურ სერიალს შეადარა>>მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. განხეთქილება ახალ ეტაპზე გადავიდა - ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა>>მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24452/45/244524595_431:468:1628:1366_1920x0_80_0_0_6130ac44fa91526d128327b2a454a94f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
უკეთესი იქნება - კობახიძე პარლამენტიდან „რადიკალური ოპოზიციის" წასვლაზე
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თუ „რადიკალური ოპოზიცია" პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება საქართველოში პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ „ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციას პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს", - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის. ასევე კარგი იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ შემდეგ პარლამენტშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ წააგებს არჩევნებს", - განაცხადა კობახიძემ.
„რადიკალურ ოპოზიციას" მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობასა" და მის თანამოაზრეებს უწოდებენ.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" 2017 წელს ჰქონდა სლოგანი, რომ რაც ნაკლები „ნაცი" იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის.
„ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, „ოცნების" ლიდერის თქმით, მსგავსი განცხადებები „ნაცმოძრაობის" შიგნით დაპირისპირებაზე მეტყველებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.