https://sputnik-georgia.com/20231102/qadagizis-komenati-mkvdarze-venokadac-ver-gamodgebit-283937708.html
„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! - ქადაგიძემ არასამთავრობო სექტორს მიმართა
„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! - ქადაგიძემ არასამთავრობო სექტორს მიმართა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რამდენი ორგანიზაციაც უნდა გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T19:51+0400
2023-11-02T19:51+0400
2023-11-02T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23045/39/230453964_0:54:1001:617_1920x0_80_0_0_389274e5e44389075df97f0b6f0891b0.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რამდენი ორგანიზაციაც უნდა გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით, ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო სექტორის დღევანდელ მიმართვას ევროკომისიისადმი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილისა და „ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შემდეგ, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს. ქადაგიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ინფორმაციამ აიძულა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რიტორიკა შეეცვალათ, „სხვა ტალღაზე აჭიკჭიკებულიყვნენ“ და სხვისი დამსახურების მითვისება ეცადათ.მანამდე საქართველოში მოღვაწე 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ევროკომისიას, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მისცეს საქართველოს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23045/39/230453964_17:0:972:716_1920x0_80_0_0_49889c6aa9445b413cdbd811238ed8cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რამდენი ორგანიზაციაც უნდა გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენ მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით, ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო სექტორის დღევანდელ მიმართვას ევროკომისიისადმი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„მკვდარზე ვენოკადაც” ვერ გამოდგებით! 170 კი არა, 250 ორგანიზაცია რომ გაერთიანდეთ რადიკალ უსამშობლოებთან და თქვენს მეპატრონეებთან ერთად, სხვის გაშლილ სუფრაზე მაინც ვერ დასხდებით… იხტუნავეთ რამდენიც გინდათ, აზრი არ აქვს. ეგ წერილები და ხმამაღალი მოწოდებები ერთი წლის წინაც შეგეძლოთ, 6 თვის და 3 კვირის წინაც, მაგრამ ახლა უკვე თქვენმა მატარებელმა ჩაიქროლა“, — წერს ქადაგიძე.
მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილისა და „ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შემდეგ, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს. ქადაგიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ინფორმაციამ აიძულა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რიტორიკა შეეცვალათ, „სხვა ტალღაზე აჭიკჭიკებულიყვნენ“ და სხვისი დამსახურების მითვისება ეცადათ.
„ამ ვიზიტების შემდეგ, <...> ამ საცოდავმა “ენჯეოებმაც”, შეიტყვეს რა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მაღალი ალბათობა, მოინდომეს სხვის სუფრაზე დაჯდომა. ჰოდა, უსამშობლოთა გასაგონად: სტატუსის მაღალი ალბათობა ხელისუფლების დამსახურებაა, მათი პირადი კომუნიკაციებით მიღებული დაპირებაა“, — წერს ქადაგიძე.
მანამდე საქართველოში მოღვაწე 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ
ერთობლივი განცხადებით მიმართა ევროკომისიას, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მისცეს საქართველოს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.