ისრაელიდან საქართველოში 15 ათასი ადამიანი ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშივითარება ისრაელში
ვითარება ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო 24 დღეში ისრაელიდან საქართველოში 15 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, მათგან 1,5 ათასი საქართველოს მოქალაქეა, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ვერ ხერხდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა დათვლა. ჟვანიას თქმით, სტრესულმა ვითარებამ, რომელშიც ისრაელი რამდენიმე კვირაა, ადამიანთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ელჩი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ ან სამშობლოში დაბრუნდნენ.
„ძალზე რთულია ყოველივე ამის გადატანა. როცა საჰაერო განგაშის გამო ღამეში ხუთ-ექვსჯერ იღვიძებ და ფაქტობრივად არ გძინავს, რა თქმა უნდა, ამის გაძლება ადამიანს უჭირს", - განაცხადა ჟვანიამ.
ამ დღეებში ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, ვინც ისრაელში იმყოფება, სულ უფრო მცირდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, იკლო საელჩოსთვის მიმართვიანობამ.
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა". გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
საქართველოს საელჩომ ისრაელში სამი სადღეღამისო ცხელი ხაზი აამოქმედა - ელჩი>>>
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ათას ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან ნახევარი ბავშვია, 18 ათასზე მეტი დაშავდა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0