https://sputnik-georgia.com/20231031/eleqtronuli-arcevnebis-sistema-saertasoriso-standartebs-seesabameba-auditis-sedegebi-283854159.html
ელექტრონული არჩევნების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება – აუდიტის შედეგები
ელექტრონული არჩევნების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება – აუდიტის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული კენჭისყრის სისტემით ჩატარდება და ქვეყნის საარჩევნო უბნების 90%–ს მოიცავს. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T19:49+0400
2023-10-31T19:49+0400
2023-10-31T19:50+0400
ცესკო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122073_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c749875624b4d1bd95dcddb5c99106df.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ელექტრონული კენჭისყრისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კანონმდებლობასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს შეესაბამება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.კენჭისყრის ელექტრონული სისტემის აუდიტი ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულმა, აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანია Pro V&V–მ ჩაატარა. აუდიტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა დაექსპერტული წრეების წარმომადგენლებიამავე დროს, მან დეზინფორმაცია უწოდა ოპოზიციური პარტიების რიგი წევრებისა და მათი ლიდერების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემა რუსულ სისტემას ჰგავს.„საარჩევნო პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება“, – განაცხადა შარაბიძემ.ცესკომ პირველი ელექტრონული არჩევნების აუდიტი უცხოურ კომპანიას დაუკვეთა>>გარდა ამისა, მან სიცრუე უწოდა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არ მიიწვიეს პრეზენტაციაზე და პარტიებს მოუწოდა, არ დააზიანონ ქვეყანაში დანერგილი კენჭისყრის ახალი სისტემა.„გვინდა, მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – განაცხადა შარაბიძემ.არჩევნებისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება და ეს იქნება პირველი და უნიკალური არჩევნები როგორც კენჭისყრის სისტემის, ისე არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაშიდა უბნების 90%-ს მოიცავს.მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანადპროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.ელექტრონული არჩევნები: ამომრჩევლები პრაქტიკის გავლას მეტროს სადგურებში შეძლებენ>>საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად აუცილებელი ხმების მიღების შანსი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს. „ოცნება“ ლიდერობს სხვა გამოკითხვებშიც.მეორე ადგილზე, მაგრამ დიდი სხვაობით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსები კიდევ სამ–ხუთ პარტიას აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122073_68:49:1141:854_1920x0_80_0_0_a60517c017587ac24d61cda14970f483.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ცესკო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ელექტრონული არჩევნების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება – აუდიტის შედეგები
19:49 31.10.2023 (განახლებულია: 19:50 31.10.2023) საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული კენჭისყრის სისტემით ჩატარდება და ქვეყნის საარჩევნო უბნების 90%–ს მოიცავს.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ელექტრონული კენჭისყრისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს კანონმდებლობასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს შეესაბამება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
კენჭისყრის ელექტრონული სისტემის აუდიტი ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულმა, აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანია Pro V&V–მ ჩაატარა. აუდიტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა დაექსპერტული წრეების წარმომადგენლები
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. სწორედ პრეზენტაციის დროსვნახეთ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არარსებობს“, – განაცხადა შარაბიძემ.
ამავე დროს, მან დეზინფორმაცია უწოდა ოპოზიციური პარტიების რიგი წევრებისა და მათი ლიდერების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემა რუსულ სისტემას ჰგავს.
„საარჩევნო პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება“, – განაცხადა შარაბიძემ.
გარდა ამისა, მან სიცრუე უწოდა იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არ მიიწვიეს პრეზენტაციაზე და პარტიებს მოუწოდა, არ დააზიანონ ქვეყანაში დანერგილი კენჭისყრის ახალი სისტემა.
„გვინდა, მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – განაცხადა შარაბიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება და ეს იქნება პირველი და უნიკალური არჩევნები როგორც კენჭისყრის სისტემის, ისე არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაშიდა უბნების 90%-ს მოიცავს.მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანადპროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად აუცილებელი ხმების მიღების შანსი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს. „ოცნება“ ლიდერობს სხვა გამოკითხვებშიც.
მეორე ადგილზე, მაგრამ დიდი სხვაობით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსები კიდევ სამ–ხუთ პარტიას აქვს.