https://sputnik-georgia.com/20231005/eleqtronuli-arcevnebi-amomrcevlebi-praqtikas-metros-sadgurebsi-gaivlian-282976746.html
ელექტრონული არჩევნები: ამომრჩევლები პრაქტიკის გავლას მეტროს სადგურებში შეძლებენ
ელექტრონული არჩევნები: ამომრჩევლები პრაქტიკის გავლას მეტროს სადგურებში შეძლებენ
Sputnik საქართველო
9 ოქტომბრიდან იწყება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობის ინფორმირების ახალ ეტაპზე გადადის, განაცხადა კალანდარიშვილმა. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T12:32+0400
2023-10-05T12:32+0400
2023-10-05T16:58+0400
ცესკო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_160:332:1015:813_1920x0_80_0_0_c26594356748af9db199d3a45df8b238.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურებში სპეციალურ აპარატებს დაამონტაჟებენ, რომელთა მეშვეობით მსურველებს აუხსნიან, როგორ მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში, ასევე იუსტიციის სახლებსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობებში, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 9 ოქტომბრიდან მთელ ქვეყანაში ინტენსიური საინფორმაციო კამპანია იწყება და საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობის ინფორმირების ახალ ეტაპზე გადადის, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. ამასთან, 12 ოქტომბრიდან ეს აპარატები იუსტიციის სახლებში და შსს-ს მომსახურების სააგენტოებშიც განთავსდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნა მან. ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა ამომრჩევლებს, მივიდნენ ამ აპარატებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალურად მომზადებული წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც მათ ამ აპარატების ფუნქციონირებას დეტალურად აუხსნიან. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესწორებების ამოქმედების შემდეგ ცესკომ სიღრმისეული კვლევა დაიწყო, რომელმაც რიგი მიმართულებებით პრობლემები გამოავლინა. კვლევის შედეგად შემუშავდა მსხვილმასშტაბიანი, კომპლექსური სტრატეგიული გეგმა, სადაც გამოვლენილმა პრობლემამ სამი სტრატეგიული პრიორიტეტი განსაზღვრა: ინსტიტუციური გაძლიერება, ტექნოლოგიური განვითარება და საარჩევნო გარემოს განვითარება. მან ასევე აღნიშნა, რომ რისკები კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით დაზღვეულია და აპარატები კიბერსაფრთხეებთან მიმართებით მოწყვლადი არ არის, რაც პასუხობს ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებს. არჩევნები ახლებურად საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულად მისცემს>>ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_195:323:903:854_1920x0_80_0_0_ae687f75e5c0dd8528061616d9e57cb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
ცესკო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, პოლიტიკა საქართველოში
ელექტრონული არჩევნები: ამომრჩევლები პრაქტიკის გავლას მეტროს სადგურებში შეძლებენ
12:32 05.10.2023 (განახლებულია: 16:58 05.10.2023) 9 ოქტომბრიდან იწყება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობის ინფორმირების ახალ ეტაპზე გადადის, განაცხადა კალანდარიშვილმა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურებში სპეციალურ აპარატებს დაამონტაჟებენ, რომელთა მეშვეობით მსურველებს აუხსნიან, როგორ მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში, ასევე იუსტიციის სახლებსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობებში, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 9 ოქტომბრიდან მთელ ქვეყანაში ინტენსიური საინფორმაციო კამპანია იწყება და საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობის ინფორმირების ახალ ეტაპზე გადადის, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„მასშტაბები მნიშვნელოვნად იზრდება და იხსნება ძალიან დიდი საინფორმაციო ველი ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით... დედაქალაქში მეტროს 22-დან 20 სადგურში ჩვენი აპარატები განთავსდება და მოხდება ამ ტექნოლოგიური საშუალებების საჯარო დემონსტრაციები", – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, 12 ოქტომბრიდან ეს აპარატები იუსტიციის სახლებში და შსს-ს მომსახურების სააგენტოებშიც განთავსდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნა მან.
ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა ამომრჩევლებს, მივიდნენ ამ აპარატებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალურად მომზადებული წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც მათ ამ აპარატების ფუნქციონირებას დეტალურად აუხსნიან.
„გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველთან მივიტანოთ ინფორმაცია – დაწყებული ბილბორდებით, გაგრძელებული კარდაკარ ფლაერების დისტრიბუციით", – განაცხადა კალანდარიშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE".
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესწორებების ამოქმედების შემდეგ ცესკომ სიღრმისეული კვლევა დაიწყო, რომელმაც რიგი მიმართულებებით პრობლემები გამოავლინა.
კვლევის შედეგად შემუშავდა მსხვილმასშტაბიანი, კომპლექსური სტრატეგიული გეგმა, სადაც გამოვლენილმა პრობლემამ სამი სტრატეგიული პრიორიტეტი განსაზღვრა: ინსტიტუციური გაძლიერება, ტექნოლოგიური განვითარება და საარჩევნო გარემოს განვითარება.
„საარჩევნო გარემო გულისხმობს ამომრჩევლების ინფორმირებას, განისაზღვრა მთელი რიგი მიზნები, ამოცანები, ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად გაწერს იმას, როგორ მივალთ 2024 წლამდე, იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველთან მივიტანოთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი ნოვაციური პროექტების, რომელსაც ჩვენ არჩევნების მოდერნიზებას ვეძახით", – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რისკები კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით დაზღვეულია და აპარატები კიბერსაფრთხეებთან მიმართებით მოწყვლადი არ არის, რაც პასუხობს ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებს.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.