https://sputnik-georgia.com/20231029/wesebis-gamkacreba-saprotesto-aqciebze-ra-gegmebi-aqvs-saparlamento-umravlesobas-283762906.html
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: რა გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: რა გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტისა, მიიღო შესწორებები კანონში, რომელიც საპროტესტო აქციებზე დროებით... 29.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-29T22:06+0400
2023-10-29T22:06+0400
2023-10-29T22:06+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278783096_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0075407c81f2fc2d021e832412dd2dfd.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. არანაირი საფუძველი არ არის, რომ შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ არ იყოს მიღებული და საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლოს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ვეტოს გადალახვას აპირებს.მისი თქმით, შესწორებების მიღება მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის მივიღეთ ეს კანონი, მივიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული, არავის მიეცეს საშუალება, არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციითა და არეულობით ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მიღწევა სცადოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.მისი თქმით, ხელისუფლებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მოსვლის შემდეგ აქციების ჩატარების პრობლემა არავის ჰქონია.ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრება: როდის გადალახავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვაშეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.ირაკლი ჩიქოვანი: უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს>>გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხიდეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრება: პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო>>სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/15/278783096_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_43453fdcfdea41bf0af7cf8e1612b1fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: რა გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას
საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტისა, მიიღო შესწორებები კანონში, რომელიც საპროტესტო აქციებზე დროებით კონსტრუქციებს კრძალავს.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. არანაირი საფუძველი არ არის, რომ შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ არ იყოს მიღებული და საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლოს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ვეტოს გადალახვას აპირებს.
„რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე, ამიტომ განვიხილავთ დამივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, შესწორებების მიღება მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის მივიღეთ ეს კანონი, მივიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული, არავის მიეცეს საშუალება, არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციითა და არეულობით ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მიღწევა სცადოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მოსვლის შემდეგ აქციების ჩატარების პრობლემა არავის ჰქონია.
„ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვა
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
დეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.