https://sputnik-georgia.com/20231023/saprotesto-aqciebze-wesebis-gamkacrebarodis-gadalaxvas-parlamenti-vetos-283557035.html
საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრება: როდის გადალახავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს
საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრება: როდის გადალახავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არაადეკვატურს უწოდებენ. 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T14:48+0400
2023-10-23T14:48+0400
2023-10-23T17:57+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283554933_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_291ac639607fa1eca6181a6cef567c04.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე, რომელიც მან "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესწორებებს დაადო, საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირაში გაიმართება, მანამდე ეს საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ვეტოს გადალახვას აპირებს.საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ვეტოს არ მოჰყვება სამართლებრივი შენიშვნები, რადგანაც ზურაბიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი პოლიტიკური შენიშვნა აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით.კანონი, რომელიც კრძალავს კარვებს, თავისი არსით აბსურდულია, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ჰერმან საბომ.„კარგია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თუნდაც ამ კანონს დაადო ვეტო. თუმცა, „ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს, რომ ის გადალახოს. ერთადერთი გზა, რომელიც დარჩა და რომელმაც შეიძლება აიძულოს „ქართული ოცნება" ამ კანონზე უარი თქვას, ალბათ არის ვენეციის კომისია ან დასავლეთის შეფასება. მაგრამ ვთქვა, რომ ვგრძნობ, ამ კანონთან დაკავშირებით რაღაც ტრაგედია მოხდა, ასეთი გრძნობა არა მაქვს“, – განაცხადა საბომ.ირაკლი ჩიქოვანი: უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს>>ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვაშეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრება: პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო>>გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხიდეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა>>სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283554933_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_7a73dcad62dc6303c5e01179f596b92d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრება: როდის გადალახავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს
14:48 23.10.2023 (განახლებულია: 17:57 23.10.2023) მმართველ პარტიაში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არაადეკვატურს უწოდებენ.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე, რომელიც მან "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესწორებებს დაადო, საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირაში გაიმართება, მანამდე ეს საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ვეტოს გადალახვას აპირებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ვეტოს არ მოჰყვება სამართლებრივი შენიშვნები, რადგანაც ზურაბიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი პოლიტიკური შენიშვნა აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ის კანონპროექტი, სადაც ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, ბუნებრივია, იმსახურებს მხარდაჭერას. თუმცა, პრეზიდენტის არაადეკვატურობის გამო ეს ვეტო ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვიკვირს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კანონი, რომელიც კრძალავს კარვებს, თავისი არსით აბსურდულია, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" ჰერმან საბომ.
„კარგია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თუნდაც ამ კანონს დაადო ვეტო. თუმცა, „ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები აქვს, რომ ის გადალახოს. ერთადერთი გზა, რომელიც დარჩა და რომელმაც შეიძლება აიძულოს „ქართული ოცნება" ამ კანონზე უარი თქვას, ალბათ არის ვენეციის კომისია ან დასავლეთის შეფასება. მაგრამ ვთქვა, რომ ვგრძნობ, ამ კანონთან დაკავშირებით რაღაც ტრაგედია მოხდა, ასეთი გრძნობა არა მაქვს“, – განაცხადა საბომ.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვა
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
დეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.