https://sputnik-georgia.com/20231005/ioselianma-kanonshi-cvlilebebi-gaakritika-282977505.html
სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა
სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T13:06+0400
2023-10-05T13:06+0400
2023-10-05T17:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, იგი ასევე ზღუდავს აზრის გამოხატვას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არსებული რეგულაციები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობას და ამ მხრივ დამატებითი აკრძალვების შემოღების საჭიროება არ არსებობს. მით უმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში.კანონპროექტის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების დადგმა ხუთი შესაძლო მიზეზის საფუძველზე, რაც, სახალხო დამცველის აზრით, არასაკმარისია პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვების დადგენისთვის. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს შეფასებები და დაიცვას შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციური სტანდარტი. რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში. მყისიერ ზომებს ვიღებთ - გივი მიქანაძე აქციების შესახებ კანონის გამკაცრებაზე>>>ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა
13:06 05.10.2023 (განახლებულია: 17:15 05.10.2023) ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, იგი ასევე ზღუდავს აზრის გამოხატვას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.
„წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არსებული რეგულაციები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობას და ამ მხრივ დამატებითი აკრძალვების შემოღების საჭიროება არ არსებობს. მით უმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, განაცხადეს ომბუდსმენის აპარატში.
კანონპროექტის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების დადგმა ხუთი შესაძლო მიზეზის საფუძველზე, რაც, სახალხო დამცველის აზრით, არასაკმარისია პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვების დადგენისთვის.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს შეფასებები და დაიცვას შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციური სტანდარტი.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.