https://sputnik-georgia.com/20231022/irakli-ciqovani-umravlesoba-prezidentis-vetos-dazlevs-283535299.html
ირაკლი ჩიქოვანი: უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
ირაკლი ჩიქოვანი: უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში, რომელთა თანახმად საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი... 22.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-22T19:13+0400
2023-10-22T19:13+0400
2023-11-01T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო.მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირი თუ რიგითი მოქალაქე, უნდა ხვდებოდეს, რომ კანონში შესატანი ცვლილებები არანაირად არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს.„ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა ჩიქოვანმა.ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრება: პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო >>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვაშეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა >>გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხიდეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებები საქართველოში
ირაკლი ჩიქოვანი: უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19:13 22.10.2023 (განახლებულია: 17:01 01.11.2023) ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში, რომელთა თანახმად საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, 17 ოქტომბერს ვეტო დაადო.
„არ იქნება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული, მაგრამ, ამავდროულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ვეტოს უმრავლესობა დაძლევს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირი თუ რიგითი მოქალაქე, უნდა ხვდებოდეს, რომ კანონში შესატანი ცვლილებები არანაირად არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
„ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიცავს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვა
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
დეპუტატები კანონპროექტის მიღებას სუსის განცხადებით ასაბუთებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.