თბილისში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აკადემია გაიხსნება

© Embassy of the Islamic Republic of Afghanistan - Madridზურაბ პოლოლიკაშვილი
ზურაბ პოლოლიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით, განაცხადა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აკადემია გაიხსნება, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„პანდემიის შემდეგ მსოფლიო და, კერძოდ, ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა, დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგია ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით „აბრეშუმის გზის“ უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში", – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, დასძინა მან.
„დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ", – თქვა პოლოლიკაშვილმა.
ამასთან ერთად მან დააანონსა მომავალ წელს საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა.
როცა ქვემეხები ქუხს, ტურიზმი დუმს - ექსპერტი ქართული ტურიზმის გამოწვევებზე>>
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და დაახლოებით 5,6 მლნ შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში ტურიზმის პიკი იყო, მაჩვენებლები აღდგენილია 76,9%-ით.
დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება>>
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 3,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 35,2%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. საქართველომ 2019 წლის მაჩვენებლები 91,6%-ით აღადგინა.
გარდა ამისა, მხოლოდ მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს ეწვია 2,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 19,4%-ით მეტია 2022 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით და 80,2%-ით მეტია პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0